ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს, რომელიც 1948 წლიდან ინახება მას შემდეგ, რაც იგი ერთ-ერთმა ექსტრემისტმა მოკლა. ქურდებმა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ფოტო დაამახინჯეს და „მოღალატე“ დააწერეს,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.
განდი იყო მწერალი, საზოგადოებრივი აქტივისტი და პოლიტიკოსი, რომელმაც საზოგადოების კონსოლიდაციით გაილაშქრა ინდოეთში დიდი ბრიტანეთის კოლონიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. მან უზარმაზარი როლი შეასრულა იმაში, რომ ინდოეთი გათავისუფლებულიყო ძალადობრივი მმართველობისგან და დამოუკიდებლობა მოუპოვა საკუთარ ქვეყანას 1947 წელს, რომლის შემდეგაც ბრიტანულმა საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ინდოეთი.
ინდოელთა უმრავლესობა მაჰათმა განდის დღესაც „ერის მამას“ უწოდებს, თუმცა საზოგადოების გარკველი ნაწილი ადანაშაულებს ინდოელთა ინტერესების ღალატში, რისი მიზეზიც პრო-მუსლიმური პოლიტიკის გატარება იყო. ინდოელები მას დღემდე ადანაშაულებენ აგრეთვე საზოგადოების დაყოფაში, რამაც გამოიწვია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სისხლისმღვრელი დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის. იგი 1948 წელს მოკლეს ინდოელმა ექსტრემისტებმა.
განდის სიკვდილის შემდეგ, მოხდა მისი კრემაცია, თუმცა მისი ფერფლი არ მიმოუფანტავთ მდინარეში.
მასალის გამოყენების პირობები






