„უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა“ - ირაკლი ხმალაძე
საზოგადოება - 16:09, 07 Oct, 2019     1752
უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დილით რეგისტრირებული იყო 5 500 მანქანა, ამ მომენტისთვის - 5 800.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, A კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლის გაცემის პროცესი საბურთალოს ფილიალშიც დაიწყება.

„ხედავთ დღეს დილიდან უკვე დაწყებულია ტაქსის მანათობლების დარიგების პროცესი. ეს რეფორმის მეორე ეტაპია. გვყავს ორი კატეგორიის ტაქსები. თეთრი ფერის ტაქსები მგზავრებს ქუჩიდან აიყვანენ. მერიამ მათ დაურიგა ერთნაირი მანათობლები, რომლებსაც ნათების ორი რეჟიმი აქვთ: მწვანე ნიშნავს, რომ ტაქსი თავისუფალია, წითელი - ტაქსი დაკავებულია. დღეს დილიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მოვიდა. ოპერატორები დავამატეთ, რათა მოქალაქეები რიგებში არ მდგარიყვნენ. იმედი მაქვს, შემდეგი დღეების განმავლობაში ყველა შეძლებს, მერიის ცენტრალურ ოფისში მოვიდეს და A კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლები სრულად დარიგდეს. ჩვენ უკვე საბურთალოს ფილიალიდანაც დავიწყებთ მანათობლების გაცემას, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. ხედავთ, მერიის პარკინგი ამ ავტომანქანებისთვის თავისუფალია, ყველას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მანათობელი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსის მანათობლის დარიგების პროცესის დასრულების შემდეგ, მანათობლის გამოყენების წესების დარღვევისთვის, პირს ადმინისტრაციული სანქცია დაეკისრება.

თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დღეს, დილიდან დაიწყო. შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. გარდა ამისა, მერიის საპარკინგე სივრცე მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის არის გამოყოფილი, რათა მანათობლების მიღებამდე ავტომანქანების კომფორტულად დაპარკინგება და მანათობლების დამონტაჟება შეძლონ.ა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42