GUARDIAN-ის ინფორმაციით, მაკრონმა, ბორის ჯონსონს კვირის ბოლომდე მისცა ვადა, რათა გადახედოს BREXIT-ის გეგმას. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, გასულ კვირას ბრიტანეთის მიერ ევროკავშირისთვის შემოთავაზებული შეთანხმების შესაძლო ვარიანტი, არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
დიდმა ბრიტანეთმა გასულ კვირას წარმოადგინა ევროკავშირიდან გასვლის პარალელურად ხელშეკრულების რამდენიმე პუნქტიანი გეგმა-ბორის ჯონსონის მიერ ევროკავშირისთვის წარმოდგენილი ახალი შესაძლო შეთანხმების თანახმად, 2021 წლამდე ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საბაჟო კავშირს დატოვებს დიდ ბრიტანეთთან ერთად, თუმცა საქონლის რეგულაციის წესები ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ირლანდიაში. შესაბამისად, ირლანდიის შიდა საზღვარზე პროდუქცია არ უნდა შემოწმდეს, დამატებითი გადასახადები კი პროდუქციის შეტანისა და გამოტანის დროს უნდა დაუწესდეს. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ კი ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტს უფლება უნდა მიენიჭოს, დამოუკიდებლად აირჩიოს რეგულირების წესები.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უარის თქმის შემდეგ,მაკრონმა კვირას სატელეფონი საუბრისას ბორის ჯონსონმა მოითხოვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო მხოლოდ ევროკავშირის მთავარ წარმომადგენელთან, მაიკლ ბარნიერთან.
მაიკლ ბარნიერის განცხადებით, ბორის ჯონსონის მიერ უკანასკნელ პერიოდში შემოთავაზებული BREXIT-ის განახლებულ გეგმაზე არ გააჩნია თანხმობა წევრი სახელმწიფოების უმრავლესობისგან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთმა 19 ოქტომბრამდე უნდა წარმაოდგინოს ევროკავშირიდან გამოსვლის დეტალები.
მასალის გამოყენების პირობები






