ამერიკის შეერთებული შტატებს ჩრდილოეთ სირიიდან გამოყავს შეიარაღებული ძალები, მას შემდეგ რაც გახდა ცნობილი, რომ თურქეთი გეგმავს სამხედრო ოპერაციას,-ინფორმაციას ავრცელებს CNN.
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს აშშ-ს პოლიტის ცვლილებას კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, რომელიც თურქეთს მწვანე შუქს უნთებს ქურთულ ძალებზე შესატევად. აღსანიშნავია, რომ სწორედ ქურთულმა საჯარისო შენაერთებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დასავლეთის კოალიციისთვის ISIS-ის დამარცხებაში სირიის ტერიტორიაზე.
დონალდ ტრამპსა და ერდოღანს შორის შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთს ხელს არ შეუშლის სირიაში სპეცოპერაციის ჩატარებაში.
„თურქეთი მალე დაიწყებს სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ ოპერაციაში- აშშ-ს ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილიდან გამოვლენ“,- ნათქვამია თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
შაბათს ერდოღანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა მომავალ გეგმებზე და აღნიშნა, რომ თურქულ მხარეს მოსამზადებელი ღონისძიებები დასრულებული აქ და მალე დაიწყებს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციებს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში-სირიის ჩრდილოეთით. მისი განცხადებით, შეიარაღებული ძალების მთავარ მიზანს მშვიდობის დამხარება და რეგიონში ტერორისტების განადგურება წარმაოდგენს.
თურქული სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, 9 მძიმე სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა თურქეთ-სირიის საზღვარი შაბათს, რომელთაც შეიარაღება და მძმე ტექნიკა გადაჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები






