ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი 35 წლის მამაკაცის მდგომარება ძალიან მძიმეა. ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით ჯერ ლისის ტბაზე დაჭრეს, შემდეგ კი მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
მამაკაცს მრავლობითი ჭრლობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
"ავადმყოფი მოყვანილი იქნა უმძიმეს მდგომარეობაში. პრაქტიკულად გულის გაჩერებით. დაჭირდა გულისა და ფილტვის რეანიმაცია შემოყვანისთავანე. ამის შემდეგ ამოყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში. დადგინდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით, დაკარგული იყო ძალიან დიდი რაოდენობით სისხლი. გარდა ამისა, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, ცივი იარაღით იყო მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში. რაც შეეხება ოპერაციას, გაკეთდა დროულად, მაგრამ ავადმყოფის მდგომარეობა რჩება კრიტიკულად მძიმე" - აღნიშნა ექიმმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117 და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






