ერაყში ტელევიზიის შენობებს ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცები დაესხნენ თავს- დარბეულია ოფისები და სასტიკადაა ნაცემი მომუშავე პერსონალი
მსოფლიო - 03:56, 06 Oct, 2019     1092

ერაყში ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცები თავს დაესხნენ ადგილობრივ და საერთაშორისო ტელევიზიების ოფისებს- დარბეული და გაძარცვულია შენობები. თავდასხმის შედეგად აგრეთვე სცემეს მომუშავე პერსონალიც,- ინფორმაციას ტვიტერის ოფიციალურ გვერდებზე დარბეული ტელევიზიების ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც აცხადებენ, შეიარაღებულებმა დაარბიეს ისეთი ტელევიზიები, როგორებიცაა : Dijla, NRT, Arabiya Hadath, Fallouja, Alghad Alaraby, Al-Sharqiya და Sky News Arabia. შეტევა ორგანიზებულად განხორციელდა ზემოაღნიშნულ ტელევიზიებზე - ნიღბიანმა მოროდიორებმა გაანადგურეს აგრეთვე ქურთულ, იორდანულ და ერაყულ ტელევიზიებში არსებული სტუდიები და ფოტო-ვიდეო აპარატურა.

ამ დრომდე თავდამსხმელთა იდენტიფიცირება არ მომხდარა. მასმედიაზე სინქრონული შეტევა განხორციელდა პროტესტის მეხუთე დღეს, რომელმაც სისხლიანი ფორმები მიიღო და მიმდინარეობს მწვავე შეტაკებები მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის. ერაყში ანტი-სახელისუფლებო გამოსვლები წინა კვირას დაიწყო, რისი მიზეზიც მთავრობის კორუფციული საქმიანობა და უმუშევრობის მაღალი დონე იყო.

სროლების შედეგად დაღუპულია 100-მდე ადამიანი და 3000-მდე დაიჭრა,რაც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს განადგურების შემდეგ ერაყში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი არეულობაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42