დასავლეთმა დაიგვიანია, ხოლო კონფლიქტი პუტინის გამარჯვებით დასრულდა - საფრანგეთის ყოფილი ელჩი სირიის კრიზისზე
მსოფლიო - 16:30, 05 Oct, 2019     1035
საფრანგეთის ყოფილი ელჩი სირიაში (2006-2009 წლები) მიშელ დიუკლოს აზრით, სირიის ომი, სადაც დაიღუპა ნახევარი მილიონი, ხოლო დევნილად იქცა ათ მილიონამდე ადამიანი, პუტინის გამარჯვებითა და დასავლეთის სამყაროს დამარცხებით დასრულდა.

ყოფილმა ელჩმა და ამჟამად მონტენის ინსტიტუტის ს[ეციალურმა მრჩეველმა ამ საკითხს წიგნი - "სირიის გრძელი ღამე" (La longue nuit syrienne) უძღვნა. დიუკლოს თავის დროზე ნამუშევარი აქვს როგორც მოსკოვში, ასევე ვაშინგტონშიც.

იგი მიიჩნევს, რომ ამ კონფლიქტმა, რომელსაც დასავლეთი მეორეხარისხოვნად თვლიდა, ახლო აღმოსავლეთში ძალთა გადანაწილება და ევროპაში პოპულიზმის აფეთქება გამოიწვია.

"ევროპის მარცხი ცალსახაა - ის რეგიონში ფაქტიურად აღარ არის წარმოდგენილი, ამერიკელები იქიდან წამოსვლაზე ოცნებობენ, ხოლო ქვეყნისა და რეგიონის მომავალი პუტინს უჭირავს ხელში, ირანთან, ერდოღანთან და ნათანიაჰუსთან ერთად," - წერს წიგნში დიუკლო.

მისი აზრით ცივილიზებულმა სამყარომ საკუთარი შეცდომების ანალიზის შემდეგ მათ გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს, რათა გაანეიტრალოს "სირიის გეოპოლიტიკური ჩერნობილის" შედეგები.

მთავარი გაკვეთილი ის არის, აცხადებს წიგნის ავტორი, რომ ევროპამ სისუსტე გამოიჩინა და არ ისურვა საჭირო დროს ჩარეულიყო კრიზისის მოგვარების პროცესში. ეს არ იყო "კონფლიქტი პერიფერიაზე", იგი ქვეყნის შიდა პრობლემიდან რეგიონალურშ და შემდეგ გლობალურ კრიზისში გადაიზარდა.

"შედეგად დადგა ახალი ავტორიტარი ლიდერების დრო, რომელთაც პუტინი მეთაურობს," - წერს დიუკლო და ასახელებს სხვადასხვა ქვეყანის სათავეში "პუტინის მეგობრების" - მემარჯვენე პოპულისტების, ორბანის, სალვინისა და სხვების მოსვლას.

აშშ-სა და ევროპას არ სურდა ავღანეთის გამეორება, ან ახალი ერაყისა და ლიბიის მსგავსი კონფლიქტის წარმოქმნა. ამიტომა 2013 წელს ობამას ადმინისტრაციამ თავი შეიკავა სირიის შეიარაღებული ოპოზიციისათვის ქმედითი დაცმარება აღმოეჩინა. ამასთან, 2015 წელს ბაშარ ასადის წასვლა გარდაუვალი ჩანდა, რადგან მან თითქმის მთელ ქვეყანაზე დაკარგა კონტროლი, მაგრამ სწორედ ამ დროს ჩაერია პუტინი, რომელმაც გათვალა, რომ სირიაში გავლებნის მოპოვებით იგი ერთის მხრივ დაიბრუნებდა გავლენას ახლო აღმოსავლეთში და მეორეს მხრივ, "შურს იძიებდა" 2011 წელს ლიბიაში მარცხის გამო, როდესაც დასავლეთის ჩარევის შემდეგ "რუსეთის მეგობარი" ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი ხელისუფლებას ჩამოაცილეს და მოკლეს.

წიგნში დიუკლო განიხილავს საკითხს, თუ როდის არის ე.წ. "სხვის კონფლიტში" ჩარევა ლეგიტიმური. მისი აზრით, 2013 წელს ობამამ არ შეასრულა თავისი პირობა, რომ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ აშშ მკაცრად დასჯიდა მას. მან თავი შეიკავა წერტილოვანი სამხედრო დარტყმებისაგან და ასპარეზი ე.წ. "დიპლომატიურ" მოგვარებას დაუთმო.

"დასავლეთის მარცხის მთავარი მიზეზი სირიაში აშშ-ის მოქმედების სრული ასიმეტრიულობაა რუსეთის მოქმედებასთან შედარებით. ამერიკელებმა დარტყმები ორჯერ განახორციელეს, 2017 და 2018 წლებში, მაგრამ დაგვიანებულმა და სპონტანურმა მოქმედებებმა საჭირო პოლიტიკური ეფექტი ვერ გამოიღო," - აცხადებს ელჩი.

პუტინი კი 2015 წლიდან თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ასადს ე.წ, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლის საფარქვეშ. ამ მხარდაჭერის სედეგად, მან გადაარჩინა ასადი ჩამოგდებისგან, გაუმყარა მას პოზიციები და შესძლო ქვეყანაში მის გავლენის გარკვეული დაბრუნება.

"აქ საუბარია არა რუსეთის გამარჯვებაზე, არამედ დასავლეთის უკანდახევაზე და საბოლოოდ მარცხზე. რუსეთმა მოიგო, იმიტომ რომ ამერიკელები არ იბრძოდნენ. სირიაში შეიქმნა სტრატეგიული სიცარიელე, რომელიც პუტინმა შეავსო, სირიაში ფესვების გადგმის შემდეგ იგი აშკარა კონფრონტაციაზე წავიდა დასავლეთის სამყაროსთან, ჩათვალა, რა რომ დაპირისპირება უფრო მომგებიანი იქნებოდა მისთვის, ვიდრე თანამშრომლობა.

რუსეთი ყირიმის ანექსიის შემდეგ ერთგვარ ეგზალტაციაში იმყოფებოდა, თუმცა ამან ის იზოლაციაში ჩააგდო. სირიის კონფლიქტში ჩართვით პუტინი დიპლომატიურ არენაზე დაბრუნდა,გაზარდა მისი პოპულარობა ახლო აღმოსავლეთში და საგრძნობლად გამოასწორა რუსეთის საქმე მსოფლიო ასპარეზზე," - წერს დიუკლო.

ელჩის აზრით, საბოლოო დღეს ოფიციალურად დიქტატორი ბაშარ ასადი ტერიტორიის 2/3-ს აკონტროლებს, თუმცა, ქვეყნის მომავალი მის ხელში ნამდვილად არ არის. არც პუტინს ძალუძს მოხოლოდ თვითონ დაალაგოს ვითარება ქვეყანაში. გასაღები რამდენიმე მოთამაშის ხელშია. დიუკლო ძალების განლაგებას ასე აფასებს: 40% - პუტინი, 30% - ირანი, ხოლო დანარჩენ 30%-ს ინაწილებენ თურქეთი, ისრაელი და აშშ, რამდენიმე მცირე მოთამაშესთან ერთად.

"პუტინმა ხვალვე რომ მოინდომოს მშვიდობის დამყარება, რაც ამ განლაგებით, ასადის გაძლიერებას და შესაბამისად რუსეთის რეგიონში გაბატონებას ნიშნავს, მას ეს არ გამოუვა. ამისთვის მთავარ მოთამაშეთა პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო.

ამჟამად რუსეთმა გააცნობიერა, რომ სჭირდება ირანისა და თურქეთის მოკავშირეობა, ხოლო ეს უკანასკნელი ეომება ქურთებს, რომელიც, სირიის შეიარაღებულ ოპოზიციასთან კოალიციაში, რაც ერთადერთი ძალაა, რომელიც ასადს ებრძვის. თავის მხრივ არც აშშ ითხოვს ამჟამად ასადის დაუყოვნებლივ გადადგომას. სავარაუდოს ქურთთა და სირიელტა კავშირი აშშ-ის დახმარებით შენარჩუნდება და რუსეთ-ირან-თურქეთის კავშირში უთანხმოების წარმოქმნისთანავე ვითარება შესაძლოა შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში თურქეთის ინტერესების განსხვავებულობამ სხვებთან მიმართებაში შეიძლება ეს რღვევა გამოიწვიოს.

ამასთან, საინტერესოა, არსებობს თუ არა შანსი, რომ 2021 წელს, როდესაც ასადის პრეზიდენტობის ვადა იწურება, მთავარი მოტამაშეები შეთანხმდნენ ისეთ მთავრობაზე, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს გაითვალისწინებს და სამართლებრივ ჩარჩოებში იმოქმედებს. პუტინის რუსეთის გამარჯვების მიუხედავად, ქვეყნის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. საქმეს ქვეყნის დემოგრაფიული სიტუაციაც ართულებს. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, მოსახლეობის ეთნიკური უმცირესობა - ალავიტები (21%) სუნიტურ უმრავლესობას მართავს და აქცენტს საერო მმართველობაზე და არაბულ ნაციონალიზმზე აკეთებს, ამავე დროს, სუნიტების გარდა, საკუთარი პრეტენზიები სხვა უმცირესობებს - ქურთებს, შიიტებს, დრუზებსა და ქრისტიანებსაც გააჩნიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42