ლიეტუვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილის ვეიდოტას მეზაიკას განცხადებით, უნდა გამოიკვლიონ ლიეტუვას დეპუტატის, ირინა როზოვას საქმიანობა, რომელიც მონაწილეობდა თბილისში სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გამართულ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე,- ინფორმაციას აქვეყნებს ლიეტუვას საინფორმაციო სააგენტო
ლიეტუვას უშიშროების სამსახური აღნიშნავს, რომ ზემოხსენებულ ასამბელაში მონაწილეობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ეს არის იმგვარი საპარლამენტო ფორუმი, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, გამოიყენება უცხოური სახელმწიფოს სპეცსამსახურების მიერ კონკრეტული მიზნისთვის“
ლიეტუვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის მიერ წაყენებულ მოთხოვნას, გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ირინა როზოვას კავშირებზე რუს დიპლომატებთან.
გამოძიების დაწყებას მხარი დაუჭირა 86-მა პარლამენტარმა. ლიეტუვას საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს 1 დეკემბრამდე აქვს ვადა ჩაატარონ გამოკვლევა და მოაგროვონ როზოვას რუსულ კავშირებზე ყველა შესაძლო მასალა , რომელიც უნდა წარუდგინონ პარლამენტის სპიკერსა და სხვა დეპუტატებს.
უშიშროების სამსახურიების ინფორმაციით, როზოვა და რუსმა დიპლომატებმა განიხილეს მისი პარტიის, „რუსული ალიანსის“ ფინანსური დახმარების საკითხი.
როზოვა ლიეტუვას პარლამენტში ქრისტიანული ოჯახების ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის წევრია.
მასალის გამოყენების პირობები






