ეკვადორშში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა-მთავრობის მიერ საწვავზე სუბსიდიის გაუქმების შემდეგ ქუჩაში დემონსტრანტები გამოვიდნენ, რომელთაც პოლიცია უკვე მესამე დღეა უპირისპირდება,-ინფორმაციას ავრცელებ THE GUARDIAN. პრეზიდენტი მორენოს განცხადებით, ის არ აპირებს თავისი გადაწყვეტილება გააუქმოს საწვავის სუბსიდირების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იგი არ აპირებს კრიმინალებთან მოლაპარაკების წარმოებას და მათი სურვილის შესაბამისი პოლიტიკის გატარებას.
პრეზიდენტის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, პროდუქტებზე ფასების მასობრივი ზრდა გამოიწვია,რის გამოც მომიტინგეებმა გადატეს გზები, ტრანსპორტს არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას ქუჩებში.
ლენინ მორენოს გადაწყვეტილებით, ეკვადორში 60 დღიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მისი თქმით, იგი არ მისცემს უფლებას მარგინალებს , შექმნან ქაოსი.
პოლიციელების ჩატარებული რეიდების შედეგად დაკავებულია 350 ადამიანი , რომელთაც ბრალად ედებათ სამართალდამცავებზე ძალადობა და მარადიორობა.
მაღალჩინოსნების განცხადებით, საწვავის სუბსიდირების შეჩერების მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული მოვლენა ძალზე დიდ ზიანს აყენებდა ეკვადორის ბიუჯეტს, რომელსაც ყოველწლიურად 1,3 მილიარდი $-ის გაცემა უხდებოდა ნავთობკომპანიების სასარგებლოდ.
სამშაბათს, ეკვადორმა ოფიციალურად განაცხადა OPEC-იდან (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) გასვლის შესახებ, რის მიზეზადაც დაასახელა ის ,რომ იგი ამიერიდან უფრო მეტი ნავთობის მოპოვებას შეძლებს დამოუკიდებლად, რითაც წლიურ შემოსავალს ბიუჯეტში გაზრდის.
მასალის გამოყენების პირობები






