ერაყის ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ინფორმაციით, პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის 6 დღიანი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, ხოლო 3000-მდე მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, პროტესტს უფრო მეტი ადამიანი შეურთდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ კომენდანტის საათი შემოიღო.
საპროტესტო აქციები ერაყში სამშაბათს დაიწყო. დემონსტრანტები კორუფციას, უმუშევრობასა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ პირობებს აპროტესტებენ. არეულობის გამო, რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ამასთან, ხელისუფლებამ დედაქალაქთან დამაკავშირებელი რამდენიმე ავტომაგისტრალის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ერაყის პრემიერი საზოგადოებას დამშვიდებისკენ მოუწოდებს და ჰპირდება ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას,თუმცა ხალხის ნაკადი არ იკლებს ერაყის დიდ ქალაქებში - ისინი მოლოტოვის კოქტეილებითა და ხელკეტების საშუალებით ხელჩართულ ბრძოლას უმართავენ პოლიციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






