თსუ-ში მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის 30 წლის იუბილე აღინიშნა
საზოგადოება - 11:02, 05 Oct, 2019     692

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის 30 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას კოლეჯის ყველა თაობის კურსდამთავრებულებთან ერთად, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატის სატელევიზიო სკოლის ტექნიკური პროდიუსერი ლეონიდ მაზორი, ლოძის კინო-სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარჩინ მალატინსკი, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

1989 წელს ზურაბ ოშხნელის ინიციატივით შექმნილმა საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდიამ სათავე დაუდო საქართველოში ფორმალურ პროფესიულ განათლებას მედიის და ტელევიზიის მიმართულებით. წლების განმავლობაში იცვლებოდა სასწავლებლის სახელი, მაგრამ უცვლელი იყო ხერხემალი, რომელსაც "ოშხნელის კოლეჯი" ჰქვია და ის მთავარი პრინციპები, რომლის გამოც ადამიანები ამ სასწავლებელს ირჩევენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ წარმატება უსურვა კოლეჯს და მის კურსდამთავრებულებს. „ძალიან ბევრი რამ, რაც გაკეთდა საქართველოში პროფესიული განათლების განხრით, დაიწყო ამ კოლეჯით. 30 წელია რაც არსებობს მედიახელოვნების კოლეჯი და ის დღეს თსუ-ს ნაწილია. ბევრი კურსდამთავრებული, საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, მოვიდა საიუბილეო ღონისძიებაზე,“- განაცხადა თსუ რექტორმა.

„ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაარსდა კოლეჯი. ძალიან ბევრი დაბრკოლების და სირთულის გადალახვა მოგვიხდა. თუმცა, ყოველთვის ვახერხებდით კოლეჯის პოპულარობის შენარჩუნებას და სტუდენტებისთვის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემას. მეგობრებისა და ახალგაზრდების დახმარებით ვახერხებდით წინსვლას. დღეს, საქართველოში პერსპექტიული გახდა პროფესიული განათლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის,“- აღნიშნა კოლეჯის დირექტორმა ზურაბ ოშხნელმა.

კოლეჯმა 30 წლის იუბილე კურსდამთავრებულებთან ერთად აღნიშნა, პირველი გამოშვებიდან დღემდე უკლებლივ ყველას მოუყარა თავი. „კოლეჯმა ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პროფესია. თუმცა, გარდა პროფესიისა, ამ კოლეჯმა მასწავლა ყველაფერი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვიდრე ტელევიზიაში მივიდოდი, უკვე გამოცდილი ჟურნალისტი ვიყავი, რადგან ძალიან პატარა ასაკში გავდიოდი სერიოზულ პრაქტიკას. კოლეჯში ჩამომიყალიბდა ის ურთიერთობები, რომელიც დღემდე მომყვება; მასწავლა, როგორი უნდა ვიყო პროფესიონალი და როგორ უნდა გავიკვლიო გზა წარმატებისკენ,“- აღნიშნა ცნობილმა ტელეწამყვანმა ნუცა ქავთარაძემ.

საიუბილეო საღამოზე მოწვეული სტუმრებისთვის ნაჩვენები იყო ფილმი "სატელევიზიო სკოლის 30-წლიანი ისტორია".

თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი კვლავაც პოპულარულია ახალგაზრდებში, რომლებიც რეპორტიორის, ტელე-რადიოწამყვანის, ტელერეჟისურის, ვიდეოსაოპერატორო ხელოვნებას, ტელეეთერის დიზაინს, ვიდეომონტაჟსა და ფოტოგრაფიას ეუფლებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42