მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დონალდ ტრამპს უფლება მიანიჭა 7.5 მილიარდი $-ის პროდუქციაზე დაუწესოს ევროკავშირს ტარიფები,- ინფორმაციას ასაჯაროებს WASHINGTOPOST.
აშშ გეგმავს, ევროპის ავიაკომპანიებს დაუწესოს 10 %-იანი ტარიფი იმპორტულ საქონელზე, ხოლო სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიულ პროდუქტებს 25 %-იან ტარიფს აწესებს. ტარიფები განესაზღვრება ისეთ ცნობილ ევროპულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საფრანგეთსა და იტალიაში ღვინოებს, ყველს , ბრიტანეთში ქაშმირის სვიტრების მწარმოებელ საწარმოებს და ა.შ. სიაში მოხვდნენ აგრეთვე გერმანული ხორცპროდუქტებისა და რძის მწარმოებელი კომპანიები.
აღნიშნული ფაქტი განპირობებულია ამერიკულ ავიაკომპანია BOEING-სა და ევროპულ AIRBUS-ს შორის მიდმინარე დავის გამო, რომელიც 2004 წელს დაიწყო და 2018 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ შესაბამისი ფაქტების შეგროვებით საბოლოოდ დაადგინა , რომ ევროკავშირი AIRBUS-ისთვის ზედმეტად ბევრ სუბსიდიას გასცემდა რის გამოც BOEING-მა დიდი ფინანსური ზარალი განიცადა ბაზარზე.
„წლების მანძილზე ევროკავშირი უზრუნველყოფდა დამატებითი სუბსიდიებით AIRBUS-ს , რამაც სერიოზულად დააზიანა ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი ინდუსტრია და მათი მომუშავე პერსონალი“ ,- განაცხადა ამერიკის სავაჭრო სექტორის წარმომადგენელმა, რობერთ ლაითაიზერმა. 15 წლიანი სასამართლო დავის შედეგად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ამერიკული კომპანიის ინტერესები არალეგალური სუბსიდიების გამო ბაზარზე დარღვეულია, რის გამოც აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიენიჭა უფლება კონტრზომები განახორციელოს ევროკავშირის წინააღმდეგ.
მოვლენების ამგვარი განვითარების გამო, აერობუსისა და ბოინგის აქციები გაუფასურდა საფონდო ბირჟებზე 2 %-მდე.
,,თუ აშშ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენც არ დაგვრჩება სხვა გზა გარდა იმისა, რომ ვიმოქმედოთ ადეკვატურად ამ მდგომარეობის გარშემო ,- განაცხადა ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა, სესილია მალმსტრომმა. მისი განცხადებით, ევროკავშირმა შესთავაზა ივლისში დონალდ ტრამპს კონკრეტული ღონიძიებების ერთობლივი შემოშავება, სუბსიდიებთან დაკავშირებით დავის მოგვარების თაობაზე, რაზეც მან ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან უარი მიიღო.
ტარიფები ოფიციალურად 18 ოქტომბერს ამოქმედდება და იგი ევორპულ მწარმოებლებს წელიწადში 7.5 მილიარდი $ დაუჯდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






