„თავისუფლების ქარხანა“ - თავისუფლების ახალი ეკოსისტემა თბილისში
საზოგადოება - 13:43, 04 Oct, 2019     777

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, განსხვავებული აზრის პატივისცემა, პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება, თავისუფალი აზროვნება და შემოქმედება - ეს არის პლათფორმა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ, ღვინის ქარხანა #1 გაიმართა.

იდეის ავტორი სანდრო კაკულიაა. მასშტაბურ პროექტს “თავისუფლების ქარხანა” ეწოდა და მის ირგვლივ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.

ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნა სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის, თუ უბრალოდ - სოციალიზაციის მსურველთათვის - განაცხადა მედიასთან სანდრო კაკულიამ.

მისი თქმით, “თავისუფლების ქარხანა” იქნება როგორც ვირტუალური, ისე ფიზიკური სივრცე საინტერესო პროექტებისთვის, სადაც, ადამიანებს ექნებათ საშუალება მოვიდნენ საკუთარი პროექტებითა და იდეებით.

"თავისუფლების ქარხნის" იდეას მნიშვნელოვნად მიიჩნევს მწერალი დათო ტურაშვილიც:

"ამ ქარხნის და ამ ადამიანების მიზანი, არის რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აქ შემოვა გახდეს უფრო მეტად თავისუფალი. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს იდეა და ძვირფასია მისთვის თავისუფლება, ღიაა ეს სივრცე, მოიტანონ ეს იდეები და ყველამ ერთად განვახორციელოთ და გავხდეთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც უკარნახებს ყველა ხელისუფლებას, როგორი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო,"- აღნიშნა ტურაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42