ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა გრეტა თანბერგი- ცუდად ინფორმირებული უწოდა გოგონას და ურჩია, აეხსნა განვითარებადი ქვეყნებისთვის თუ რატომ უნდა ეცხოვრათ სიღარიბეში და არა ისეთ პირობებში, როგორშიც შვედეთი ცხოვრობს,-ინფორმაციას ავრცელებს DAILYMAIL-ი
რუსეთის პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია იმ რიტორიკამ, რის გარშემოც ააგო გოგონამ საკუთარი დამოკიდებულება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. პუტინის აზრით, თანბერგი ვიღაცების მიერ არის მართული, რომელთა ინტერესშიც შედის წიაღისეული საწვავის მოპოვების ტემპების შემცირება და ამით რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმის მიყენება.
„მე შეიძლება იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ საერთოდ არ ვიზიარებ გრეტა თანბერგის შეხედულებებს. არავის აუხსნია 16 წლის გოგონასთვის, რომ მსოფლიო არის კომპლექსური და განსხვავებული- ადამიანებს აფრიკასა და ბევრ აზიურ ქვეყანაში სურთ, ცხოვრობდნენ ისეთ სიმდიდრეში, როგორშიც დღეს შვედეთია.“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ფორუმზე ,, ენერგეტიკული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“.
პუტინის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ გრეტა კეთილი და გულწრფელია, მაგრამ ზრდასრულმა ადამიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის , რომ თინეიჯერები და ბავშვები არ გამოიყენონ ექსტრემისტული იდეების გაჟღერებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






