თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია)
საზოგადოება - 11:22, 03 Oct, 2019     991

მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-8 და მე-9 სემესტრის სტუდენტები, პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ ინსბრუკში, ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია), სადაც სტაჟირება გაიარეს რადიოლოგიისა და ნევროლოგიის განყოფილებებში.

სტუდენტები მონაწილეობდნენ პაციენტების ანამნეზის შეგროვებაში, ობიექტურ გამოკვლევასა და სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებაში. მათ გამოცდილება მიიღეს რენტგენოგრაფიული, ულტრასონოგრაფიული, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული, ნეირორადიოლოგიური, მამოლოგიური, უროლოგიური კვლევების განხრით.

რამდენიმე მათგანი დაესწრო პროფესორ ვილჰელმ აიზნერის ნეიროქირურგიულ ოპერაციას, რაც უაღრესად საინტერესო იყო მათთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებისას ხელმძღვანელობდნენ: რადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ვერნერ იაშკე; ნეირორადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ელკე გიცევსკი; ექოსკოპიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ტომას რეტენბახერი და ექოსკოპიის უფროსი ექიმი კატია პეტროვა-შუმანი. თსსუ-ის სტუდენტები მადლიერებას გამოხატავენ თითოეული მათგანის მიმართ. ასევე, უდიდესი მადლიერებით აღნიშნავენ თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის, ქალბატონ ირმა კვიცარიძის ღვაწლს მათ წარმატებულ სტაჟირებაში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდ დამსახურებასა და წვლილს მათ სრულფასოვან, მაღალი დონის სამედიცინო განათლებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42