არც შუქი, არც სველი წერტილები და საკვები - 8 არასრულწლოვან ბავშვს გაუსაძლის პირობებში უხდება არსებობა
საზოგადოება - 11:12, 03 Oct, 2019     1346
აბესაძეების ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მათ საცხოვრებელში არც შუქია და არც სველი წერტილები, 8 არასრულწლოვან ბავშვს გაუსაძლის პირობებში უხდება არსებობა. ჩვენ ვესაუბრეთ მათ დედას თამარ აბესაძეს:


- თამარ, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში?

თამარ აბესაძე: ჩემი ოჯახი 3 თვის წინ უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა. აქამდე გარდაბნის რაიონის სოფელ მთის ძირში ვცხოვრობდით. ძალიან ადრე გავთხოვდი. 16 წლის ვიყავი პირველი შვილი ლევანი რომ შემეძინა! მე თვითონ მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ და ყოველთვის მინდოდა ბევრი შვილები. ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი ქმარი მხარს მიჭერდა ამაში. არ ვიყავით მდიდრები, მაგრამ სითბოსა და თანხმობაში ვცხოვრობდით. ლევანის შემდეგ ჯონი გაგვიჩნდა, შემდეგ მურმანი. სამი ბიჭის შემდეგ კი ნანატრი გოგოები შეგვეძინა - ჟანა, მაკა და ანა-მარია. ეს უბრალოდ ბედნიერებაა!

- კონკრეტულად რამ შეცვალა თქვენი ცხოვრება უარესობისკენ?

თამარ აბესაძე: 4 წლის წინ ჩემს ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მან ვერ შეძლო მუშაობა, უფსკრულის პირზე ვიდექით. ჩემმა ქმარმა სმა დაიწყო. დანაზოგიც კი აღარ გვქონდა და ლუკმა პურის გარეშე დავრჩით. იმდენად დამცირებულად გრძნობდა თავს, რომ ერიდებოდა ბავშვების, სახლშიც კი არ მოდიოდა. ერთ უბედურ დღეს კი თავი მოიკლა...

- სოფლიდან როდის წამოხვედით?

თამარ აბესაძე: იმ პერიოდში ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდით სოფელში და ჯართს ვაგროვებდით: სახლის ქირას ვიხდიდით, კომუნალურებს, როგორღაც გაგვქონდა თავი. ერთხელაც, ჩემი უმცროსი გოგო ანა-მარია მეორე სართულიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა... ძალიან შევშინდით! გამოკვლევები ჩავუტარეთ, ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაც დაგვჭირდა. ქირისთვის გადადებული თანხა სულ წამლებში დამეხარჯა. ვერ გადავიხადეთ ქირა და სახლიდან გამოგვყარეს. მესამე თვეა, რაც ამ დანგრეულ შენობაში შევსახლდით. ლევანი 17 წლის არის, ჯონი - 15, მურმანი - 12, ჟანა - 10, მაკა - 6, ანა-მარია კი 4 წლის.

- ეს გოგოები ვინ არიან, ისინიც ხომ აქ ცხოვრობენ?

თამარ აბესაძე: ეს ანაა, ჩემი დისშვილი. 15 წლის არის და თითქმის 8 წელია ჩემთან ცხოვრობს. ჩემი და თურქეთში წავიდა და მას შემდეგ ღვიძლი შვილივით მყავს. ეს კი შორენაა, 19 წლის. 8 თვის წინ ისიც ჩემი შვილი გახდა. ჩემს უფროს ბიჭს შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა.

- ღმერთის გწამთ?

თამარ აბესაძე: ღმერთს ყოველდღე ვემადლიერები იმისთვის, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები არიან! ეს ერთადერთია, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდება არ ვიცი რა გვეშველება. თირკმლის გაყიდვასაც კი ვფიქრობდი, მაგრამ ბავშვებმა გადამაფიქრებინეს.

- შვილიშვილებს არ ელოდებით?

თამარ აბესაძე: ჯერ არა, მაგრამ თუ დაორსულდება ასეთ საშინელ პირობებში, მუდმივ შიმშილსა და სიცივეში, ეს ღვთის ნება იქნება! იმედი მაქვს, რომ ღმერთი შეგვიბრალებს, და შვილიშვილებს ისეთ ოთახში მაინც გავზრდი, რომელსაც ფანჯრები და წესიერი ჭერი ექნება!

- როგორ უძლებთ ამ ყველაფერს?

თამარ აბესაძე: იმასაც ვერ ვამბობ, რომ ჭერი გვაქვს, იმასაც ვერ ვამბობ, რომ ოთხ კედელში ვცხოვრობთ. ერთი კედელი არ არის აქ მთელი, წყალი, გაზი და შუქიც კი არ გვაქვს, ტუალეტი, რომ ტუალეტია ეგეც კი არ გვაქვს. გთხოვთ, ნუ მეკითხებით როგორ ვუმკლავდებით ყველაფერ ამას - ვერანაირად ვერ ვუმკლავდებით!

მეგობრებო, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი აბესაძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს. ამ ოჯახს ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტანსაცმელი ესაჭიროებათ! თამარ აბესაძის ტელეფონის ნომერია: 588 88 73 27

თანხა შეგიძლიათ ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE64BG0000000470458000 ან GE42LB0115113036665000 (დანიშნულება: აბესაძეების ოჯახი) თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/523-abesadze





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42