დეკანოზის გზავნილი ციხიდან: „არ მაქვს სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო... დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი, უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ"
საზოგადოება - 19:38, 02 Oct, 2019     1845
არც იმედი მაქვს და არც სურვილი, ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი, უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსაჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.


გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან მიცემულ ინტერვიუში მამალაძე საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელ-ფეხს კვლავ ვერ ამოძრავებს.

„მარჯვენა ხელს და ფეხს ვერ ვგრძნობ. სულ წოლა მიწევს. ეტლს, სამწუხაროდ, ვერ ვიყენებ. პერსონალი კარგი ხალხია, უბრალოდ, თავადაც შეზღუდვები აქვთ. ზოგადად არ არის კარგი პირობები, ჩემნაირი ავადმყოფი აქ არ უნდა იწვეს, მაგრამ ამას ეს პერსონალი ვერ მოაგვარებს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ასეთ დაწესებულებებს”, - აცხადებს მამალაძე.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული პირების შეწყალებას, ვინაიდან დეკანოზის ოჯახმა როგორც ამჟამინდელ, ასევე წინა პრეზიდენტსაც შეწყალების თხოვნით მიმართა.

„თქვენ გგონიათ მქონდა შეწყალების იმედი? არა, რა თქმა უნდა. ჩემი ოჯახის წევრების სურვილი იყო, რომ მიემართათ, მე არ მინდოდა. არც იმედი მაქვს და არც სურვილი ამ სიბინძურეში გახვეულ ადამიანებს წყალობა ვთხოვო. წყალობას უფალი მომანიჭებს, როცა დრო იქნება. შეწყალებულ პატიმრებს რაც შეეხება, მის სინდისზე იყოს ვინ და რატომ შეიწყალა. პატიმრის შეწყალება ზოგადად სათნო საქმეა, თუმცა ამას ანგარება არ უნდა ახლდეს თან”, - განაცხადა მამალაძემ.

როგორც ის განმარტავს, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას მომავალში არ აპირებს.

„კვლავაც ვიტყვი, რომ მე მისთვის არ მიმიმართავს და არ ვთვლი, რომ ვინმემ მოწყალება უნდა გამოიყენოს ჩემს მიმართ. ასეთი დაუძლურებულიც კი ისევ ის ამაყი უდანაშაულო ადამიანი და მღვდელი ვარ“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძე საქართველოს სამივე ისტანციის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლით განუსაზღვრა. დეკანოზის საქმე სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42