თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“ ჩატარდა
საზოგადოება - 15:55, 02 Oct, 2019     1531

2019 წლის 27-28 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“; ასევე, 28 სექტემბერს, - პლენარული სხდომა „კლინიკური ფარმაცია - პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში” და სტუდენტური კონფერენცია „ჯანმრთელობა და წამალი“.

კონფერენცია ჩატარდა ფარმაცევტთა საერთაშორისო კვირეულში და მიეძღვნა საქართველოში ფარმაცევტული განათლების 100 წლისთავს. ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია.

27-28 სექტემბერს, კონფერენციაზე „მწვანე საშუალებები - მწვანე ტექნოლოგიებით - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“ წარმოდგენილი იყო ზეპირი და სტენდური მოხსენებები რამდენიმე ძირითადი სამეცნიერო მიმართულებით: „ჯანმრთელობის დაცვის ახალი ალგორითმები - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“; „ბუნებრივი სამკურნალო რესურსები - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“; „განათლება - ჯანმრთელი სიცოცხლისათვის“.

კონფერენცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი.

კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო სტუმრები 10-ზე მეტი ქვეყნიდან, საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის ფარმაციის, მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები.

28 სექტემბერს, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პლენარული სხდომა „კლინიკური ფარმაცია - პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში“. სხდომა გახსნა თსსუ-ის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ირინე კვაჭაძემ. ის მიესალმა სტუმრებს და მადლობა მოახსენა მათ მონაწილეობისთვის, რის შემდეგაც აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მოესმინა სამეცნიერო მოხსენებები.

სხდომას წარმართავდნენ თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე და ასოცირებული პროფესორი - ნათია კვიჟინაძე.

აღსანიშნავია, რომ 28 სექტემბერს, ზემოდასახელებულ პლენარულ სხდომას ესწრებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბატონი სილვიუ დომენტე, ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები მსოფლიოს 5 ქვეყნიდან. კონფერენციას ესწრებოდა „კარგი ფარმაცევტული პრაქტიკის“ (GPP) ექსპერტი, ფარმაციის დოქტორი ოლგა გრინცოვა.

პროფესორმა თამაზ ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ კლინიკური ფარმაცია ახალი დარგია საქართველოში და ეს არის პირველი კონფერენცია ამ დარგში.

„ეს არის პირველი სერიოზული ნაბიჯი. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ დარგის ფრიად მნიშვნელოვანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კლინიკური ფარმაცია განვითარდეს ევროპული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ფარმაცევტი უნდა ზრუნავდეს პაციენტზე და შესაბამისად, სათანადო ცოდნა და განათლება უნდა ჰქონდეს“, _ გვითხრა ბატონმა თამაზ ჭუმბურიძემ კონფერენციის დასრულების შემდეგ.

ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს.

საორგანიზაციო ჯგუფმა კონფერენციის სტუმრებს, ფარმაციის ფაკულტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის და თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლებს და ღვაწლმოსილ მეცნიერებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42