თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა წარმოდგენა/ექსკურსია - „ქართული მედიცინის ისტორია, მედეა და არგონავტები“
საზოგადოება - 14:37, 02 Oct, 2019     1574

2019 წლის 29 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის დასკვნითი ღონისძიება - წარმოდგენა/ექსკურსია - „ქართული მედიცინის ისტორია, მედეა და არგონავტები“ ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში თსსუ-ის თეატრალურმა დასმა ,,ჰიგიამ“ წარმოადგინა თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტებმა არგონავტების მოგზაურობის შესახებ ცნობილი ბერძნული მითი გააცოცხლეს.

ღონისძიების მეორე ნაწილში, მედიცინის მუზეუმის დირექტორმა, თსსუ-ის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის პროფესორმა რამაზ შენგელიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუზეუმში დაცული ექსპონატები და ესაუბრა საქართველოში მედიცინის განვითარების ისტორიასა და ქვეყნის მდიდარ, საუკუნოვან ტრადიციებზე.

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, მიხეილ შენგელიას ინიციატივით და გამოჩენილი ქართველი მედიკოსების მხარდაჭერით, 1963 წელს შეიქმნა. მუზეუმის არქივებსა და ფონდებში დაცულია უნიკალური ისტორიული ღირებულების მასალა (19,000 საექსპოზიციო ერთეული) და ხელოვნების ნიმუშები (ლ. გუდიაშვილის, თ. მირზაშვილის და სხვ. ნახატები, ქანდაკებები). მუზეუმის ფონდში ინახება სამედიცინო ხელნაწერები, არქეოლოგიური მასალა, მეტად მდიდარი ფოტოკოლექცია, გამოჩენილ ქართველ მედიკოსთა პირადი არქივები, ძველი, რარიტეტული სამედიცინო ხელსაწყოები და აპარატურა.

ექსპონატების მნიშვნელოვანი ნაწილი მოპოვებულია საქართველოს ყველა კუთხეში მოწყობილი ორმოცამდე სამეცნიერო ექსპედიციის შედეგად. ეს არის ქართული ხალხური მედიცინის უნიკალური მასალა: ათიათასობით რეცეპტი და ასეულობით მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის კომპონენტი, ჰერბარიუმები.

მუზეუმში შექმნილია ოსტეოთეკა - ნამარხი ძვლოვანი მასალის საყურადღებო კოლექცია. სამუზეუმო ექსპოზიცია ცხადყოფს კოლხურ-იბერიული მედიცინის პირველადობის ცნობილ თეზას, წარმოაჩენს კავკასიური მოსახლეობის წარმოშობის წინაპირობებს, მის გენეტიკურ კავშირებს შუმერულ, ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროსა და ევროპასთან.

ღონისძიებამ, დამსწრე საზოგადოების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42