რუსეთის პარლამენტმა შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი, გრეტა თანბერგი დაპატიჟა კლიმატის ცვლილებების საკითხზე სასაუბროდ.
,, მე გეპატიჟები შენ, რათა დაელაპარაკო რუს ახალგაზრდებს რუსეთის სახელმწიფო საკონმდებლო შენობიდან ნებისმიერ დროს, როდესაც შენთვის იქნება მოსახერხებელი. მე ვიცი, რომ ახალგაზრდები რუსეთში წუხან მსოფლიო გარემოს საკითხებთან დაკავშირებით. ალბათ მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსებისთვისაც კი რთული იქნება ესეთ სასიცოცხლო საკითხებზე კომპრომისების დაშვება, თუმცა ეს აუცილებელია“ ,- განაცხადა კანონმდებელმა ვასილი ვლასოვმა РИА Новости-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რუსი პოლიტიკოსის განცხადებით, ადამიანებმა არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს იმის უფლება რომ ვიყოთ ჩუმად, როდესაც საქმე ეხება კაცობრიობის მომავალს და არ უნდა გავწიროთ თაობები გადაშენებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






