სამშენებლო მასალები ყოფილი სკოლის ეზოში უნდა დაეცალათ, სადაც ახლა 4 ოჯახია ჩასახლებული, თუმცა ამაზე უარი მიიღეს.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლის თეონა დოლენჯაშვილის ინფორმაციით, რაზმაძეების ოჯახს არ სურს, სახლი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ აჩუქა, გუგუტიანთკარში დაიდგას.
„ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ, რადგან აქამდე როგორც ვიცოდი, სხვა პოზიცია ჰქონდათ მათ და მართალი რომ გითხრათ, ცოტა გაოცებულიც ვარ. მიპასუხეს, რომ მათ არ სურთ, ეს სახლი იდგას გუგუტიანთკარში. უნდათ მშვიდი და ნორმალური ადგილი, სადაც ამ სახლს დადგამენ და ასეთ ადგილს თავად გამოძებნიან გორში. როდესაც ვკითხე, რატომ იქ არა, მითხრეს, რომ იქ ფიზიკურად არ არის ადგილი, იქიდან ხალხი გამორბის. ლევან რაზმაძის საუბრიდან გამოდიოდა, რომ მშვიდი და ნორმალური ცხოვრება უნდა, გორში იპოვის ადგილს და იქ მივიტანოთ ეს სახლი. როდესაც ლევან რაზმაძე ამბობს, რომ არ მინდა პოლიტიკაში ჩართვა, გულისხმობს, რომ გუგუტიანთკარში თუ იცხოვრებს, ეს არის პოლიტიკაში ჩართვა. თან მესმის ამ ადამიანების, მათ არ აქვთ უსაფრთხების განცდა, მაგრამ ეს არის თითოეული ჩვენგანის საქმე" - აღნიშნა დოლენჯაშვილმა.
მოძრაობა „ლელო“ და ლევან რაზმაძე კოტეჯის განთავსების ადგილზე ვერ თანხმდებიან. „ლელოს“ წარმომადგენლები ითხოვენ, რომ კოტეჯი სოფელ გუგუტიანთკარში განთავსდეს. ლევან რაზმაძე კი აცხადებს, რომ ადგილი, სადაც სახლის განთავსებას მერია სთავაზობს, საცხოვრებლად ცუდი ადგილია.
„დამირეკეს და ვუთხარი, თუ ნახვა გნებავთ, შემხვდით, პრობლემა არ არის. მკითხეს ადგილი ხომ არ ნახეთ, სახლი რომ ჩაგიდგათო, ვუთხარი, ფიზიკურად ვერ ვნახე ადგილი. აუცილებლად გუგუტიანთკარში თუ უნდა ყოფილიყო, ეგეთი პირობა არ ყოფილა. პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი. ადამიანი რომ სახლს გჩუქნის, არანორმალური უნდა იყო, უარი თქვა, პირიქით, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ამ წუთში მართლა არ არის ისეთი ადგილი, რომ დავდგა და ვიცხოვრო. სხვის სახლში ვერ შევიჭრები. თუ მჩუქნის, მადლობელი ვარ, თუ აუცილებელია არის, რომ მე ეს კოტეჯი ამ წუთში გადმომცენ და საჩქაროა, ადგილი მაქვს დავცლი, მოვნახავ იმ ადგილს, დღეს და ხვალ ფიზიკურად ვერ მოვახერხებ. მერიამ მითხრა, ჩვენ გინახავთ ადგილს, მაგრამ მაჩვენეს ადგილი სოფელ გუგუთიანთკარში, ეს ადგილი არ მომწონს. მერია რასაც მთავაზობდა, უბრალოდ საცხოვრებლად ცუდი ადგილია, პოსტთან ახლოს არის. ცოტა ნორმალურ ადგილზე მინდა. მე არ ვამბობს, რომ სახლი არ მინდა, ვნახავ ადგილს ისეთს, რომ მივიდე და ვიცხოვრო, ფიზიკურად არ არის ისეთი ადგილი, არის მინდორში, სადაც არც გაზია, არც წყალი" - აღნიშნა ლევან რაზმაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






