სამხედრო ანალიტიკოსებისთვის განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ჩინური სტელსის ტექნოლოგიებით დამზადებული GJ-11-ის ტიპის უპილოტო შეტევითი თვითმფრინავი. როგორც ამბობენ, ამ საფრენ აპარატს შეუძლია მტრის სიღრმეში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე განახორციელოს დარტყმები ისე, რომ მოწინააღმდეგის რადარებმა ვერ დააფიქსირონ- ჩინელმა დამპროექტებლებმა განაცხადეს , რომ თვითმფრინავს გააჩნია რადიოტალღების ასხლეტვის ყველაზე მანევრული უნარი , რომელიც მის ანალოგებს ბევრად აღემატება.
საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ასევე უახლესმა ბალისტიკურმა რაკეტებმა და ვერტმფრენებმა , რომელიც ჯერ-ჯერობით უცნობია მსოფლიოსთვის.
სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა აგრეთვე მორიგი სტელსის ტექნოლოგიებით დამზადებული სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავი wz-8, რომელსაც ჩინელი ექსპერტების შეფასებით, მაღალ სიმაღლეზე ფრენისა და დიდი სიჩქარის წყალობით შეუძლია სატელიტურ აპარატებზე უკეთ და სწრაფად შეაგროვოს სადაზვერვო ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები






