ჩინეთი კომუნისტური მმართველობის დაფუძნების 70 წლისთავს აღნიშნავს- 1949 წლის 1 ოქტომბერს მაო ძედუნმა გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება , მას შემდეგ რაც კომუნისტურმა ძალებმა სისხლისმღვრელ ომში გაიმარჯვეს.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პეკინში მიმდინაროებს სამხედრო აღლუმი, სადაც მონაწილეობას იღებს 15 000 ჯარისკაცი, 160 საბრძოლო თვითმფრინავი, 580 ტანკი, საარტილერიო დანადგარები და უახლესი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა DF-41-ები. სამხედრო აღლუმის პარალელურად პეკინში სამოქალაქო აღლუმიც ჩატარდება.
სადღესასწაულო მილოცვისას ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა , სი ძინპინმა აღნიშნა : ,, ვერც ერთი ძალა ვერასოდეს შეაჩერებს ჩინელი ხალხისა და ერის განვითარებისა და გაძლიერების ტემპს’’. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნების მაღალჩინოსნები .
სამხედრო აღლუმის პარალელურად ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც დაპირისპირება მოყვა პოლიციელებთან.

მასალის გამოყენების პირობები






