კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.
სკოლის მიერ, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს 2 მედალი აქვთ მოპოვებული.
"ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული.
ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე:
1. ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 2 და ვერცხლის 1მედალი.
2. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი.
3. ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში.
4.სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.
6.ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.
7. რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი" - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






