თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კონფერენცია - "ნარკოინტოქსიკაცია - მისი მექანიზმები, მკურნალობისა და რეაბილიტაცის გზები" გაიმართა
საზოგადოება - 16:22, 30 Sep, 2019     1169

დღეს, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება და მათზე დამოკიდებულება მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ასეულობით მილიონი ადამიანი მავნედ მოიხმარს სხვადასხვა ნარკოტიკულ თუ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რაც ზიანს აყენებს როგორც მომხმარებლის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ისე მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ნარკოტიკების მავნედ მოხმარება და მათზე დამოკიდებულება დიდ სოციალურ-ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მავნედ მოხმარება საქართველოსთვისაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

26 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019” -ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია „ნარკოინტოქსიკაცია - მისი მექანიზმები, მკურნალობისა და რეაბილიტაცის გზები“.

კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა. მოხსენებებით გამოვიდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა თოდაძე; თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია; თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან რატიანი ; თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჯოხაძე .

კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ აზიანებს ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმის ფუნქციებს; რატომ აგრძელებენ ადამიანები ნარკოტიკების მიღებას მიუხედავად იმ ზიანისა, რასაც ისინი იწვევენ; რატომ ვითარდება დამოკიდებულება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას; რა შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკების მიღებისას და როგორ ეხმარებიან ექიმები პაციენტებს სიცოცხლის შენარჩუნებაში.

კონფერენციას ესწრებოდნენ: თსსუ-ის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

კონფერენციის თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, დაინტერესება ძალიან დიდი იყო. კონფერენციის დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ არაერთი სიახლე მოისმინეს და ეს უაღრესად სასარგებლო ინფორმაცია იყო მათთვის, განსაკუთრებით - მოზარდებისთვის, რომლებმაც აუცილებლად უნდა იცოდნენ რა სერიოზული საფრთხეა ნივთიერებებზე დამოკიდებულება და რა შედეგამდე მიჰყავს მას დაავადებული პირი.

კონფერენციას დაესწრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ღონისძიებას და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთადერთია ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“ -ის მონაწილეთა შორის, ვინც თავისი დამოუკიდებელი ფორმატით წარმოადგინა პროგრამა, თანაც ასე ფართე მასშტაბით - თსსუ 22 სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს ფესტივალის ფარგლებში. ბატონმა ზაზა მარუაშვილმა აღნიშნა, ასევე, რომ სამომავლოდ ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ კიდევ უფრო მასშტაბური გახდება - იგეგმება, რომ „Horizon 2020~-ის ფარგლებში, კერძოდ, ევროპის სამეცნიერო ღამეების პროგრამაში იყოს ჩართული მსგავსი ტიპის ღონისძიებები. ეს უთუოდ წარმატებული ნაბიჯი იქნება სამეცნიერო მუშაობაში ჩართული სტუდენტების და პროფესორ მასწავლებლების საერთაშორისო ასპარეზზე კოოპერირებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42