თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვორქშოფი - "ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკაში“ ჩატარდა
საზოგადოება - 15:52, 30 Sep, 2019     952

2019 წლის 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფი: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტიკაში“. ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო დეპარტამენტის პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ წაუკითხა ლექცია, რომელიც განკუთვნილი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა წარმოდგენა შექმნოდა გენეტიკის აქტუალურ საკითხებზე და დარგში მიმდინარე ინოვაციურ პროცესებზე.

ლექცია პრაქტიკული ხასიათის იყო, რაც კიდევ უფრო ზრდიდა სკოლის მოსწავლეების ინტერესს. ვორქშოფის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკულად გამოეყენებინათ Face2Gene-ის პროგრამა.

Face2Gene-ის პროგრამა საკმაოდ ინოვაციურია და წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რათა მოვახდინოთ დიზმორფული ნიშნების მქონე პაციენტების დიაგნოსტირება ფენოტიპური ინფორმაციის გამოყენებით. პორტალში პაციენტის ფოტოსურათების და კლინიკური ინფორმაციის შეყვანის შემდგომ, სათანადო ალგორითმის მეშვეობით, პროგრამა ახდენს ინფორმაციის ანალიზს და გამოაქვს სავარაუდო დიფერენციალური დიაგნოზი.

ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეებმა წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია Face2Gene პროგრამაში, რის შემდგომაც თითოეულ მათგანს მიეცა პორტალზე წვდომის შესაძლებლობა.

Face2Gene-ის პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ექიმებისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის ვორქშოფს ძირითადად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42