რუსული მედიის ინფორმაციით, ამერიკელებმა 2003 წლის შემდეგ სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს- ჯექსონვილის პორტიდან ევროპაში სწავლებების ჩასატარებლად ტანკერებით გადაყვანილ იქნა 2500 ტანკი მ1 აბრამსი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბრედლი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი მ109 პალადინი და სხვადასხვა სახის მუხლუხიანი შეჯავშნული მანქანა.
ტექნიკის გადატანა მოხდა სამი ტანკერის მეშვეობით. პორტამდე ტექნიკის მიყვანაში მონაწილეობდა 150 სატვირთო მანქანა და 640 სარკინიგზო ვაგონი. ევროპაში გადსროლილი სამხედრო ტექნიკა განლაგდება ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის,ლატვიის, ლიტვისა და პოლონეთის ტერიტორიებზე.
ამერიკული საჯარისო ნაწილები მონაწილეობას მიიღებენ სახმელეთო ძალების კოორდინირებულ მუშაობასა და ამოცანების ერთობლივ დასახვაში. სამხედრო სწავლებები კოორდინირებულად ჩატარდება რუსეთის კონტინენტური საზღვრების სიახლოვეს მის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნებში.
მასალის გამოყენების პირობები






