თსუ-ს სამეცნიერო პრაქტიკის გრაკლიანი გორაზე სკოლის მოსწავლეები არქეოლოგიურ გათხრებზე იმყოფებოდნენ
საზოგადოება - 15:34, 30 Sep, 2019     1353

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სამეცნიერო პრაქტიკის ბაზაზე, გრაკლიან გორაზე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში შედგა.

თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა სკოლის მოსწავლეებს გრაკლიან გორაზე არსებული მუზეუმი დაათვალიერებინა, ჩაუტარა ლექცია საქართველოს არქეოლოგიის შესახებ, აჩვენა გათხრების შედეგად აღმოჩენილი მნიშვნელოვანი არტეფაქტები. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს არქეოლოგიურ გათხრებში.

„ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან არქეოლოგიით. მნიშვნელოვანია, რომ ინტერესის გაღვივება სკოლის ასაკიდან ხდება. ვფიქრობ, ღონისძიების მონაწილეებს მოეწონათ ისეთი ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლზე ახალ აღმოჩენებში მონაწილეობა, როგორიც გრაკლიანი გორაა. მათ თავად მოიპოვეს არტეფაქტები და თავადვე მიუჩინეს ადგილი საცავში,“-აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა.

სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ახლადაღმოჩენილი სამარხები, მონაწილეობა მიიღეს თიხის ჭურჭლის რესტავრაციაში, გაეცნენ არქეოლოგიური გათხრების თავისებურებებს.

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები - პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა. თსუ ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა მაიამის (აშშ) ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42