თსსუ-ში სკოლის მოსწავლეებისათვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩატარდა
საზოგადოება - 15:12, 30 Sep, 2019     1493

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრისა და ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ორგანიზებით, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, გაიმართა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგი. აღნიშნული აქტივობა განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019-ის" ფარგლებში, რიგით მე-15 ღონისძიებაა, რომელიც ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

ტრენინგის განმავლობაში თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის თანამშრომლებმა და მოწვეულმა პედაგოგებმა, ტრავმის მანეკენთან, ბაზისური სასიცოცხლო ალგორითმის ჩასატარებელ მულაჟთან, მოსწავლეებს გააცვნეს სხვადასხვა მანიპულაციები და პროცედურები, როგორიცაა: სასიცოცხლო მაჩვენებლების–წნევის, ტემპერატურის, პულსის, სუნთქვის განსაზღვრის წესები; სისხლდენის შეჩერება, ნახვევის დადება, კიდურის იმობილიზაცია, კისრის ფიქსაცია ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს, ხელოვნური სუნთქვის ტექნიკა; გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება და ნიღბის დადება.

"ჩვენი ეს აქტივობა ტრადიციად არის ქცეული. ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება სკოლის მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრენინგი, რომლის მიზანია მოსწავლეებს გავაცნოთ და ჩავატარებინოთ პირველადი გადაუდებელი დახმარების პროცედურები. ამავდროულად, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება სკოლის მოსწვლეთა პროფესიულ ორიენტაციას, რათა მათი არჩევანი „გახდნენ ექიმები“ უფრო მეტად იყოს სწორად გააზრებული და გაცნობიერებული. დღესაც, გაცილებით მეტი მოსწავლე გვეწვია, ვიდრე იყვნენ დარეგისტრირებულნი ამ ღონისძიებაზე; მისასალმებელია 8-12-ე კლასის მოსწავლეთა ასეთი ინტერესი და ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვართ გავუწიოთ სათანადო მასპინძლობა მოტივირებულ ახალგაზრდებს“- განაცხადა თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42