ატოცში გარდაცვლილ აქტივისტს ადგილობრივებმა სამახსოვრო კუთხე მოუწყვეს
44 წლის გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცში 29 სექტემბერს დილით, გულის შეტევით გარდაიცვალა, ხუთშაბათს, ვაშლიჯვარში დაკრძალავენ.
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტიური წევრის ცხედარს ექსპერტიზა გორში ჩაუტარდა. გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი გახდა. გიორგი დეკანოსიძე ატოცში, პატრულირების ჯგუფის დანარჩენ სამ წევრთან ერთად იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც "ძალა ერთობაშია" არის ბაზირებული. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ენაცვლებიან და დღისით პატრულირებენ, ღამეს კი სახლში ათევენ.
როგორც გიორგი დეკანოსიძის მეგობრები ჰყვებიან, დაახლოებით 12 საათზე ჩაძინებული აქტივისტი გამთენიისას გულმკერდის არეში ტკვილმა გააღვიძა და დახმარების თხოვნით მეგობრები გააღვიძა. მიხეილ ბალიაშვილის თქმით, გიორგის აჩქარებული ჰქონდა გულისცემა, უჩიოდა ტკივილს მუცელთან და გულმკერდში, თუმცა, გრძნობა არ დაუკარგავს და ადეკვატური იყო.
"მაშინვე დავრეკე 112-ში, იქვე ქუჩაში მყოფი პოლიციელები ამოვიდნენ სახლში და ყველაფერი მათ თვალწინ ხდებოდა. გიორგი ფხიზელი იყო, თუ სიგარეტს არ ჩავთვლით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, თუმცა, შეტევა სწრაფად განვითარდა და დაახლოებით 20 წუთში, სასწრაფოს მოსვლამდე, გიორგი გარდაიცვალა", - აღნიშნა "ნიუპოსტთან" საუბარში მიხეილ ბალიაშვილმა.
"თამამად ვიტყვი, რომ არამარტო ჩვენ, არამედ ქვეყანამ დაკარგა გიორგი: ასეთი კეთილი, სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული, სწორად მოაზროვნე ადამიანი სწორედ ქვეყანას დააკლდება და არამარტო ოჯახს და ჩვენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, საშინელი ტრაგედია დატრიალდა", - ამბობს "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა "ნიუპოსტთან".
ატოცში, სახლში, სადაც გიორგი გარდაიცვალა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მისი ხსოვნის კუთხე მოაწყვეს. ატოცის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის კურთხევით, საწოლთან, სადაც გიორგი გარდაიცვალა, 45 სანთელი, ნაკურთი წყალი და ხატები განათავსეს.
გიორგი დეკანოსიძე მრავალსულიან ოჯახში ცხოვრობდა. ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები "ძალა ერთობაშიას" ანგარიშზე აგროვებენ თანხას მისი ოჯახისთვის გადასაცემად. ანგარიში "ატოცი ლაივისა" და "ძალა ერთობაშიას" ერთერთი ლიდერის ლაშა ბერულავას გვერდებზეა გამოქვეყნებული.
მასალის გამოყენების პირობები

ორგანიზაცია: ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”,
საიდენტიფიკაციო კოდი 420003070.
ანგარიში ლარისთვის: TBC
GE37TB7459936080100004
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა