თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება
საზოგადოება - 11:25, 30 Sep, 2019     803

სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციასთბილისი ენერჯიავრცელებს.

„თბილისის გაზმომარაგების ქსელის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სამგორის რაიონში ახალ, პოლიეთილენის მილსადენზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები ამავე რაიონში საშუალო წნევის გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურად ატარებენ.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ გაცნობებთ, რომ სარეაბილიტაციო, ავარიის სალიკვიდაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო სამგორის რაიონში დროებით შეიზღუდება გაზის მიწოდება. გაზის მიწოდება შეწყდება 30 სექტემბერს 22:00 საათიდან. გაზმომარაგების აღდგენა კი დაიწყება 1-ელ ოქტომბერს 10:00 საათიდან და ეტაპობრივად სრულად აღდგება დღის ბოლომდე.

გაზმომარაგება შეუწყდება ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტალების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს „ენერგო სახლი“), გახოკიძის ქ. 6, ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. „ა“ და „ბ“, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, კახეთის ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორისაა საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, შუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა #108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, შპს „თეგეტა მოტორსი“, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს „იფქლი 1“, შპს „მიონზა“, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა მცირე, მსხვილი კომერციულ ობიექტებს.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება აუცილებელია დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთის“, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42