თსუ-ში ზაალ ჩხეიძის საჯარო ლექცია - დიდი ქალაქის ჩირაღდნები გაიმართა
საზოგადოება - 11:14, 30 Sep, 2019     696

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა" დაწყებასთან დაკავშირებით მწერალმა და პუბლიცისტმა ზაალ ჩხეიძემ საჯარო ლექცია "დიდი (პატარა) ქალაქის ჩირაღდნები" გამართა. მწერალმა ოთხგვარი ქალაქის იდეაზე ისაუბრა და თემასთან დაკავშირებით პარალელები გაავლო ქართული ლიტერატურასთან.

ზაალ ჩხეიძის თქმით, ქალაქის იდეა ლიტერატურაში ყველაზე ცნობილი იდეაა. „ლექცია ეხებოდა ოთხ სხვადასხვა იდეას, გარკვეული დროის კონტექსტში, ძირითადად შევეხეთ ბოლო 2 საუკუნის ლიტერატურას,“-აღნიშნა მწერალმა.

ღონისძიება სტუდენტური კონკურსის „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში ზაფხულში გამართული მასტერკლასის "წერის არქიტექტურა" მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიით დაიწყო.

ორი დღის განმავლობაში ტრენინგის 10-მა მონაწილემ წერის პრაქტიკული კურსი გაირა, საუბარი შეეხო წერის სტილს, შერჩეული თემის გაშლასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც წერაში გვეხმარება.

მასტერკლასს თანამედროვე ქართველი მწერლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ლევან ბერძენიშვილი, ანნა კორძაია - სამადაშვილი, ნატო ინგოროყვა, დავით გაბუნია და ზაალ ჩხეიძე უძღვებოდნენ. მონაწილეებმა ტრენერებისგან ფინალური დავალებაც მიიღეს, ახალი მოთხრობები მასტერკლასის სპეციალურ ბროშურაში შევა, რომლის პრეზენტაციაც 2019 წლის ლეგენდის დაჯილდოებაზე გაიმართება.

"შემოდგომის ლეგენდა" წელს მეთერთმეტედ ტარდება. როგორც თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლებში აღნიშნული კონკურსით მრავალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და ახალგაზრდა შემოქმედი დაინტერესდა. „2019 წლის ნოემბერში ფინალურ ტურს წინანდლის ჭავჭავაძეების მამული უმასპინძლებს, რომლის ულამაზესი პარკი არის ახალგაზრდა შემოქმედებისთვის უმაღლესი ინსპირაციის საფუძველი,“-აღნიშნა ნინო ოკრიბელაშვილმა.

წინანდლის უნიკალური ბაღი წლევანდელი ლეგენდის კონცეფციაა, კონკრეტულად კი მწვანე თარგი, როგორც სილამაზის, კომფორტის და ფუნქციის სინთეზი.

ლიტერატურული კონკურსი "შემოდგომის ლეგენდა" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კომპანია "სილქნეტის" ერთობლივი პროექტია, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსის საპრიზო ფონდი 2200 ლარ შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42