თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
საზოგადოება - 11:05, 30 Sep, 2019     1730
25 სექტემბერს, “მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019-ის” ფარგლებში, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა ქალაქ თბილისის 47-ე სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება - „ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი – ტრადიციების პატივისცემით მომავლისაკენ“ , მიეძღვნა ფარმაციის საერთაშორისო დღეს.

სკოლის მოსწავლეებს მიესალმა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა მათ დაინტერესებისა და სტუმრობისთვის.

ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა სტუმრებისთვის გამართეს პრეზენტაცია თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებების შესახებ, მიმოიხილეს ინსტიტუტის მოკლე ისტორია, მისი მისია, მიზნები და ამოცანები. ინსტიტუტის ძირითადი მიმართულებაა მცენარეული და მინერალური წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კვლევა, მათი ქიმიური ბუნების შესწავლა, ფარმაკოლოგიური მოქმედებების დადგენა, ახალი ტექნოლოგიების და ანალიზის მეთოდების შემუშავება და მიღებული შედეგების საფუძველზე სამკურნალო საშუალებების შექმნა.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და ფარმაცევტული საქმიანობის დაინტერესებისკენ მოუწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ქალბატონმა ეთერ ქემერტელიძემ, რომელიც თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა და დღესაც ამ ინსტიტუტში მოღვაწეობს.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წამლის შექმნის, დამზადების და წარმოების ტექნოლოგიებით, რასთან დაკავშირებითაც პრეზენტაცია წარმოადგინა პირვანდელი კლინიკური კვლევისა და ფარმაკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა კარენ მულკიჯანიანმა. მან მოსწავლეებს გააცნო სრული ციკლი - ექსპედიციის დროს შეგროვებული ბუნებრივი ნედლეულიდან საბოლოო სამკურნალწამლო საშუალების წარმოებამდე, ანუ გააცნო ის, თუ როგორ ხდება სამკურნალო საშუალებების შექმნა საფუძვლებიდან საბოლოო პროდუქტამდე.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მუზეუმი, დეპარტამენტები და ლაბორატორიები, სადაც მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებს უფრო დეტალურად.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42