ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე გარდაცვლილი შვილის ტატას სახელზე ტაძარს საკუთარი ხელით აგებენ
საზოგადოება - 11:45, 28 Sep, 2019     5173

ერთი წლის წინ თბილისში, რევიშვილების ოჯახში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 9 წლის გოგონა, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი შვილი, ტატა, ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე დიდი ხანია ეკლესიურად ცხოვრობენ და ქარელში, ძამის ხეობაში, სარკინეთის შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის მრევლი არიან. წყვილი თავს დატეხილ უბედურებამდე ხშირად დადიოდა სარკინეთში. ბოლო ერთი წელი კი ფაქტობრივად სულ იქ არიან და შვილის სახელზე ახალ ტაძარს, არც მეტი და არც ნაკლები, საკუთარი ხელით აგებენ.

“ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით დახმარების სურვილი. ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში”, – დაწერა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ.

ტაძარი, რომელიც ძამის ხეობაში ტატიანა რევიშვილის სახელზე შენდება, წმინდა ნიკოლოზის სახელობის იქნება. ის კახეთში მდებარე ტაძრის, კვეტერას, ანალოგი გახლავთ. ბერი კი, რომელსაც თიკო ახსენებს, მამა ანუბი მენაღარიშვილია – რევიშვილების უმცროსი შვილის ნათლია.

მამა ანუბი “სარკესთან” ყვება რა ძალა აქვს შვილის სახელზე აგებულ ტაძარს და როგორ აგრძელებს ცხოვრებას ცოლ-ქმარი 9 წლის სიცოცხლით სავსე გოგონას დაკარგვის შემდეგ.

"ტაძარი სარკინეთის მამათა მონასტერში შენდება. ქრისტიანული სწავლებით, ბავშვი უცოდველია. ტატა კი ისედაც ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო. მას არ სჭირდებოდა ჩვენგან ამ ტაძრის აშენება. ეს უფრო მეტად ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება და, მით უმეტეს, ტატას ოჯახის წევრებს, რომლებსაც მის გარეშე მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება.

ამ ტაძრის აშენება უდიდესი მადლია ტატას მშობლებისთვის, რადგან ისინი ახლა ზრუნავენ თავიანთი შვილის და სხვათა სულისთვის. ეკლესიის კედლებს შეუძლიათ ძალიან დიდი სულიერი სარგებელი მოუტანონ ადამიანებს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ კედლებში გაცოცხლდა ამ ბავშვის სახელი და ამ კედლებთან ერთად იარსებებს ბოლომდე, სანამ ეს ტაძარი იქნება. ამაზე დიდ სიკეთეს და მადლს ვერავინ გააკეთებს"

მამა ანუბი ასევე ამბობს, რომ ტაძრის მშენებლობაში თიკა და ნუკრი ფიზიკურადაც მონაწილეობენ.

"რთულია ცხოვრება, მაგრამ ეკლესია არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, ადამიანის გულში ის სიცარიელე ამოავსოს, რაც ტრაგედიამ დატოვა. ტაძრის მშენებლობით ახალი ეტაპი დაიწყო მათ ცხოვრებაში. ამან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აგრძნობინა. ღმერთი ყველასგან არ შეიწირავს სიკეთეს. თუ ადამიანის ცხოვრება შესაბამისი არ არის და რეალურად არ ცხოვრობს სწორი ქრისტიანული პრინციპებით, იმის ხელით არ ააშენებს ტაძარს.

ეს ადამიანები გრძნობენ ამ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და ლოცულობენ. ფიზიკურადაც ძალიან ბევრს გვეხმარებიან. კარკასის მშენებლობაში ნუკრიმ თავად მიიღო მონაწილეობა და მისმა ბევრმა მეგობარმაც.

ეკლესია მართლა ერთადერთი ძალაა, რომელიც ეხმარება და ნუგეშს აძლევს ადამიანებს ასეთ მძიმე წუთებში. განსაცდელის დროს ღმერთთან გრძნობ ადამიანი თავს ყველაზე ახლოს და ასეც არის.

თიკაც გვეხმარებოდა, ტრაპეზს ამზადებდა. ტკივილის მიუხედავად, ახერხებდა, თავისი წვლილი შეეტანა ტაძრის მშენებლობაში, საჭმელი გაემზადებინა, გაერეცხა და ა.შ. მართლა თავად ამ ოჯახის აშენებულია ეს ტაძარი.

ტაძარი ღვთის სახლია, განსაკუთრებული მადლით დაჯილდოებული ადგილია და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. შეიძლება ხეობაში ბევრი ტაძარია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა" - ამბობს მამა ანუბი.

წყარო: სარკე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42