თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საზოგადოება - 17:54, 27 Sep, 2019     1371

27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ომში დაღუპული გმირების მშობლები და ახლობლები იკრიბებიან მემორიალთან, რომელიც თსსუ-ის სასწავლო კორპუსების ეზოშია აღმართული. აქ უკვდავყოფილია იმ ბიჭების სახელები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს მთლიანობას: ვასილ კილაძე, ილია მელაძე, გიორგი მიროტაძე, რევაზ მუმლაძე, ნიკოლოზ ღიბრაძე. ისინი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ.

თსსუ-ის სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომის გმირთა განახლებული მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა თსსუ-ის კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ. მან ისაუბრა ტრაგიკულ მოვლენებზე, რომელმაც საქართველოს ორგანული ნაწილი - აფხაზეთი ჩამოაშორა. მიმართა დაღუპული სტუდენტების ოჯახის წევრებს სიტყვებით: „თქვენ გმირები გაზარდეთ! ისინი არ იყვნენ მარტო თქვენი შვილები, ისინი ჩვენი შვილები - საქართველოს შვილები იყვნენ! მათი დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა დასრულდეს. მათი ბრძოლა უშედეგოდ არ ჩავლილა. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დადგეს ეს შედეგი და გაერთიანებული საქართველოთი გავიხაროთ ჩვენც და ჩვენმა ძმებმა აფხაზებმაც!“.

აფხაზეთის ომში დაღუპული სტუდენტები გაიხსენა თსსუ-ის კურსდამთავრებულმა, მწერალმა ზურაბ ლეშკაშელმა.

ნიკოლოზ ღიბრაძის დედამ - ნანა ბეგიშვილმა, მადლობა გადაუხადა თსსუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილი სიტყვებისა და მზრუნველობისთვის, იმისთვის რომ არცერთ 27 სექტემბერს არ ჩაუვლია შეუმჩნევლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, სტუდენტებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, მუდმივად ზრუნავენ ამ ბიჭების ხსოვნის უკვდავსაყოფად.

თსსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ანა კაკაბაძემ მემორიალთან შეკრებილებს ემოციურად მიმართა: ჩვენ სულ გვეხსომება ჩვენი გმირები! ჩვენ მათგან უნდა ვისწავლოთ, როგორ ვიცხოვროთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ ასე სათუთად და მოწიწებით უკვდავყოფთ ჩვენი უნივერსიტეტის გმირი სტუდენტების სახელებს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42