independent-ის ინფორმაციით, ბრიტანეთში 22 წლის მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ირვილში, რედკლიფში, საკუთარი 11 თვის ახალშობილი შვილი მდინარეში ჩააგდო, რა დროსაც ახალშობილი დაიხრჩო. პოლიციელებმა ბავშვის ცხედარი მალევე ამოიყვანეს წყლიდან, თუმცა იგი გარდაცვლილი იყო.
,,ეს არის საოცრად ტრაგიკული ინციდენტი , რომელმაც სიცოცხლე მოუსპო 11 თვის ახალშობილს. ჩვენ გვყავს ეჭვმიტანილი უკვე პატიმრობაში, რომელიც აუცილებლად დაიკითხება, თუმცა ჩვენი გამოძიებისთვის აუცილებლად მნიშვნელოვანია ყველა არსებული დამატებით ინფორმაცია და ვთხოვ ყველა თვითმხილველს დაწვრილებით გვიამბონ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით’’,- განაცხადა საქმის გამომძიებელმა.
აღნიშნულ ტრაგედიაზე სოციალურ მედიაში სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა ფეისბუქ მომხმარებელთა მხრიდან, რომლის შემდეგაც გარდაცვლილი 11 თვის ახალშობილის დედამ, ემმა ბლადმა FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც იგი ამბობს : ,,მე მიყვარს ჩემი პატარა ბიჭი და ყველაფერი გავაკეთე მისთვის. ცოცხალი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილს ვნატრობ, ნება მომეცით ვიგლოვო ჩემი შვილი’’.
მასალის გამოყენების პირობები






