თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ -2019 გაიმართა
საზოგადოება - 16:22, 26 Sep, 2019     815

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“გაიხსნა, რომელშიც ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობენ. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი მეცნიერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილია მთელი ის სამყარო, რომელიც ნეიროგლიის ფუნქციებზე მუშაობს. ჩვენმა უნივერსიტეტმა თავის დროზე მსოფლიოს მისცა ისეთი სახელები როგორებიცაა ივანე ბერიტაშვილი, ალექსანდრე როიტბაკი. დღევანდელი კონფერენცია ხელს შეუწყობს სახელოვანი და ტიტულოვანი მეცნიერების შეკავშირებას ერთი მიზნისთვის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევების განვითარებისა და გაძლიერებისთვის.“

საერთაშორისო კონფერენციაში „ნეიროგლიის ფუნქციები“ მონაწილეობენ 10 ევროპული ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის წამყვანი მეცნიერები. ღონისძიება მიზნად ისახავს გააგრძელოს აკად. ალექსანდრე როიტბაკის მემკვიდრეობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ნეირომეცნიერების აღორძინებასა და განვითარებას.

„კონფერენცია „ნეიროგლიის ფუნქციები“ არის იმ კონფერენციათა ციკლის აღდგენა-აღორძინება, რომლებიც 80-იან წლებში ტარდებოდა თბილისში ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში და მისი ინიციატორი და სულის ჩამდგმელი იყო ალექსანდრე როიტბაკი. რამდენიმე წლის წინ, დაგვებადა იდეა, რომ აღგვედგინა ეს კონფერენცია. საბჭოთა კავშირის დროს, ძალიან ბევრი დასავლელი მეცნიერი ჩამოდიოდა და დიდი წვლილი შეჰქონდათ ამ კონფერენციისა და მეცნიერების განვითარებაში. წელს, ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავზე გადავწყვიტეთ აღგვედგინა კონფერენცია. დავუკავშირდით მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და მათ სიამოვნებით მიიღეს ეს მოპატიჟება. მიხარია რომ ძალიან წარმომადგენლობითი კონფერენცია ტარდება. განვიხილავთ ტვინის ფუნქციების ძირითად მოვლენებს და თანამედროვე ნეირომეცნიერების მიღწევებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კონფერენციაზე ბევრ სიახლეს შევიტყობთ ნეირომეცნიერების დარგიდან,“ - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, თსუ მოწვეულმა პროფესორმა, ლუდნის (შვედეთი) უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ კოკაიამ.

კონფერენცია, რომელიც 3 დღეს გასტანს, თსუ პროფეორის, გამოჩენილი ნეირომეცნიერის ალექსანდრე როიტბაკის დაბადების 100 წლისთავს მიეძღვნა. აკადემიკოსი ალექსანდრე როიტბაკი 3 ათეულ წელზე მეტი მოღვაწეობდა თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროფიზიოლოგიაში.

კონფერენციის ორგანიზატორებია თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, საქართველოს ნეირომეცნიერების ასოციაცია, ეროვნული აკადემია, სამეცნიერო ჟურნალი „გლია“ და „აკადემია ევროპეას“ თბილისის რეგიონული ცენტრი. ღონისძიება იმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SRNSFG), ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO), ტვინის იმუნოლოგიისა და გლიის ცენტრის (BIG) და ვირჯინიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული კონფერენცია ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს სთავაზობს აქტიური ჩართვის საშუალებას, ფორუმი მათ მისცემს საშუალებას, ეზიარონ ნეირომეცნიერების ამ დარგში დაგროვილ უახლეს მონაცემებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42