სიკვდილმისჯილთა საკანში მყოფი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, რომელსაც ბრალად ედებოდა თავისი ცოლისა და ვაჟიშვილების მკვლელობა და მეუღლის ქალიშვილების გაუპატიურება. 45 წლის რობერტ სპარკს სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს ოთხშაბათს ჰანთსვილში, ტეხასში 2007 წელს ჩადენილი დანაშაულების გამო.
სასამართლომ 2008 წელს სპარკსი დამნაშავედ სცნო და სიკვდილი მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მან თავის 30 წლის მძინარე მეუღლეს 18-ჯერ დანის დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ამის შემდეგ იგი შევიდა თავისი გერების ოთახში და 9 წლის ჰაროლდ საბლეტი და 10 წლის რიკვონ აგნიუ სამზარეულოში შეიყვანა, შემდეგ კი დანით დაჩეხა - რიკვონს სულ მცირე 45 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მისი ძალადობრივი ქმედებები ამით არ დასრულებულა - მომხდარი ფაქტის შემდეგ მან თავისი 12 და 14 წლის გერი გოგონებიც გააუპატიურა და კარადაში ჩაკეტა, რის შემდეგაც სახლი დატოვა.
დაკავებისას მან პოლიციას განუცხადა,რომ მისი ყოფილი ცოლი მას პერიოდულად წამლავდა. ბოროტმოქმედმა ფსიქოლოგთან საუბრისას განაცხადა , რომ მისი შინაგანი ხმა კარნახობდა რომ ,,მკვლელობა უნდა განეხორციელებინა რათა დაესწრო მათთვის, სანამ ისინი მოკლავდნენ სპარკსს’’.
რობერტ სპარკსი მე-16 პატიმარია 2019 წელს, რომელიც აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს. 1976 წლიდან დღემდე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ბრალდებით ტეხასის შტატში ყველაზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით სხვა შტატებთან შედარებით.


მასალის გამოყენების პირობები






