საზღვაო აკადემიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორების ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენცია წარმატებით დასრულდა
საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია - IMLA - აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით. ქართველი ლექტორების ჩართულობა ასოციაციაში ქვეყნის მასშტაბის მნიშვნელობის საკითხია. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საზღვაო სფეროში არსებული მიღწევები, პროფესიული გამოცდილება, გამოწვევები, და დასახეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.
2018 წელს IMLA-ს კონფერენციის მასპინძლობის კონკურსში გამარჯვებული გახდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. წელს კი ეს ჯილდო შვედეთს ერგო, სადაც 2020 წლის IMLA გაიმართება.
IMLA-ს ფარგლებში იაპონელ მეზღვაურთა ჯგუფის (Hato-Kai) ფოტო-გამოფენა გაიმართა სახელწოდებით: "Beyond the Horizon". აღნიშნული გამოფენის მიზანი მეზღვაურთა ყოველდღიური ცხოვრების ასახვა გახლდათ, საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირება ამ მამაცი პროფესიის შესახებ. ფოტოები გადაღებულია მეზღვაურთა მიერ. გამოფენას მასპინძლობდა IMO-ს სათავო ოფისი და სხვა საზღვაო საერთაშორისო ორგანიზაციები.
2019 წლის 23-25 სექტემბერს ბათუმში განხორციელებული კონფერენციით ქართულმა მხარემ თავის წვლილი შეიტანა კონფერენციის მიზნების შესრულებაში. ამით ჩვენ გავამყარებთ ჩვენს როლს ასოციაციის რიგებში და ეს გაგვიხსნის შესაძლებლობას ქართველი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო დონის პროექტებსა თუ კვლევებში. კონფერენციის საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ ქვეყნის პრესტიჟსა და უსაფრთხოებაზე მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები






