გაერომ გამოაქვეყნა მოხსენება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ოკეანის წყლის დონე 2100 წლამდე ბევრად ადრე მოიმატებს. მოხსენებაში აღნიშნულია: არის ნიშნები იმისა, რომ წყლის დონის მომატებასთან ერთად ქალაქებში ნიუ-იორკიდან შანხაიმდე გამუდმებულად იქნება წყალდიდობები და სანაპირო ზოლი წყლით დაიფარება. კლიმატის ცვლილებასთან ერთად გარდაუვალია ისეთი სერიოზული საფრთხე დედამიწის მოსახლეობისთვის, რომელიც აიძულებს ადამიანებს, განერიდონ სანაპირო დასახლებებს.
მეცნიერების განცხადებით, თუ არ შემცირდება ნავთობის მოპოვების ტემპები, ყველაზე უარეს შემთხვევაში მოსალოდნელია 4 მეტრით ზღვის დონის მომატება, რაც აბსოლუტურად შეცვლის მსოფლიო რუკას და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრება მილიარდობით ცოცხალ არსებას.
,,მსოფლიო მეგაპოლისების ნახევარი და 2 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს სანაპიროებთან. თუ გლობალური დათბობის ტემპი არ შემცირდა და ტემპერატურა 2 გრადუსზე მეტით შეიცვალა, წყლის დონე საგრძნობლად გაიზრდება, რაც გამოიწვევს ყოველწლიურად ტრილიონობით დოლარის ზარალს და აიძულებს მილიონობით ადამიანებს დასახლებული ზონებიდან მიგრაციას’’,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები






