თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება "ჩემი ექსპერიმენტი“
საზოგადოება - 14:31, 25 Sep, 2019     920

2019 წლის 23 სექტემბერს ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა ღონისძიება - ,,ჩემი ექსპერიმენტი“.

ღონისძიბაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა ის განსაკუთრებით საინტერესო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა. მათ საშუალება მიეცათ აღმოეჩინათ სრულიად ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში, საკუთარი თვალით ეხილათ სხვადასხვა ექსპერიმენტული - ლაბორატორიული ცხოველები, უჯრედული კულტურები, ქათმის ემბრიონები და მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ნივთიერებების ანტიბაქტერიული ზემოქმედების შეფასებაში. საგანგებოდ მოსწავლეებისთვის ინსტიტუტის თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს ხელის დაბანის წესებზე, რაც საკმაოდ აქტუალურია ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.

მონაწილეებმა განსაკუთრებულად შეაფასეს სამეცნიერო შოუ და ექსპერიმენტული მოდელები. ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარებული აღნიშნული ღონისძიება ბევრი მათგანისთვის ახალი ინტერესის ინსპირაციის წყარო გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42