თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია - „დროებითი კბილების ანატომიური თავისებურებანი და მათი როლი ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაში“
საზოგადოება - 13:19, 25 Sep, 2019     864

24 სექტემბერს, ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის ბავშვთა და მოზარდთა თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნანა ყიფიანმა, წაიკითხა ლექცია - „დროებითი კბილების ანატომიური თავისებურებანი და მათი როლი ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაში“.

ლექციას ესწრებოდნენ: თსსუ-ის სტუდენტები და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებთან ერთად.

ლექციაზე ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ყიფიანმა ისაუბრა ბავშვთა სტომატოლოგიაზე, სარძევე კბილების ანატომიურ თავისებურებებსა და მათ სწორ მოვლაზე. ფართოდ და აუდიტორიისთვის გასაგებად იყო წარმოდგენილი სხვადასხვა მიზეზი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის, ან რომელიმე სხვა ორგანოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

მოსწავლეები განსაკუთრებულად ჩაერთნენ პირის ღრუს ჰიგიენის საკითხების განხილვაში. ლექციამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამ ლექციის შემდეგ პროფესია - სტომატოლოგი მათთვის სერიოზული ინტერესის სფერო გახდა.

ლექცია მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებისთვისაც - განხილული იყო პროფესიული დეტალები, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ სამომავლოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42