თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია „პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების სტრატეგია“
საზოგადოება - 12:15, 25 Sep, 2019     1158

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანდაცვის, სამედიცინო ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის სერვისების კვლევის მედიცინის დეპარტამენტის ხარისხისა და ეფექტურობის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვოლფგანგ ბუხბერგერმა (ავსტრია) წაიკითხა საჯარო ლექცია - „პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესების სტრატეგია“.

ლექციის თემატიკიდან გამომდინარე, დაინტერესება ძალიან დიდი იყო. ლექციას ესწრებოდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი, თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე (ავსტრია), სტუდენტები, რეზიდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.

პროფესორმა ვოლფგანგ ბუხბერგერმა ისაუბრა მსოფლიოში სამედიცინო შეცდომების სიხშირეზე, ამ შეცდომათა იდენტიფიკაციის შესაძლებლობებზე, თანამედროვე ხედვაზე, თუ როგორაა შესაძლებელი აღნიშნული იდენტიფიკატორებით არასასურველი სამედიცინო გამოსავლის პრევენცია. არსებული ინფორმაციის პრაქტიკული მნიშვნელობა უდავოა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ხოლო არსებული სისტემების კლინიკური იმპლემენტაცია საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხი.

აუდიტორიამ დიდი ინტერესი გამოხატა. მსმენელების შეფასებით ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, საჭირო და მნიშვნელოვანი ლექცია.

სტუდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც არაერთხელ მიეცემათ საშუალება, მოისმინონ პროფესორ ვოლფგანგ ბუხბერგერის ლექციები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42