მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალ "სარკესთან" პირად ცხოვრებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოჯახის დანგრევის შემდეგ სერიოზული ურთიერთობა არ ჰქონია.
გვერდით უნდა გყავდეს ადამიანი, რომელთანაც შვილის გაჩენის სურვილი გექნება, მე კი ოჯახის დანგრევის შემდეგ არ მქონია ისეთი სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ამას მოიტანდა. ჩემი დედობრივი მოთხოვნა ჩემმა დისშვილებმა შეავსეს, ამიტომ ვთვლი, რომ სამი შვილი მყავს. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ბებია რომ ვიყო. დედა ჩემს ასაკში უკვე იყო ბებია, მე კი დავაგვიანე. საშინლად არ მომწონს ისეთი კომპლიმენტი, როგორიცაა – შენ არ ბერდები. უნდა დავბერდე და დიდი ბებიაც გავხდე.
კრისტი ყიფშიძე პოდიუმზე პირველ ნაბიჯებს იხსენებს და ამბობს, რომ უკვე 25 წელია მოთხოვნადი მოდელია.
პოდიუმზე პირველი ნაბიჯები მახსოვს. ეს იყო 1994 წლის 4 ნოემბერს მაშინდელ “მარკო პოლოში”. მე მოდელობაზე არც მიოცნებია, ეს ბედისწერა იყო. ვიღაცამ ჩამაგდო წყალში და მეც ვიპოვე საკუთარ თავში ძალები, რომ გამეცურა. იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ქართველი დიზაინერების დიდი ნაწილი ყოველთვის მირჩევდა და მანდობდა საკუთარ კოლექციას. 25 წელია მოთხოვნადი მოდელი ვარ და ამ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვარ.
მასალის გამოყენების პირობები






