თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ეწვივნენ
საზოგადოება - 10:27, 25 Sep, 2019     1887

2019-2020 სასწავლო წლის დაწყებისთანავე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: რუმინეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რადუ-ლივიუ ჰორუმბა; ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ლეონარდ აზამფირეი (რუმინეთი); ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ERASMUS+ -ის ინსტიტუციონალური კოორდინატორი ანჯელა ბორდა (რუმინეთი); ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტი ხელმძღვანელი, აკადემიური მდივანი, პროფესორი ანკა მედა ჯეორჯესკუ (რუმინეთი); ტირგუ-მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დანიელა რუსია მონტე (რუმინეთი); საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჯანდაცვის სერვისების კვლევის მედიცინის დეპარტამენტის ხარისხისა და ეფექტურობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის, სამედიცინო ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ბუხბერგერი, (ავსტრია); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, თსსუ-ის კურსდამთავრებული, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი ირმა კვიცარიძე (ავსტრია); მენეჯმენტისა და აღსრულების აკადემიის “UniMan” დირექტორი, პროფესორი სოფი სილვესტრი (გრენობლი, საფრანგეთი); მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის ,,UniMan" ადმინისტრაციული მენეჯერი, მერილენ მუნოზი (გრენობლი, საფრანგეთი), რომლებიც თსსუ-ში იმყოფებიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის, ,, უცხოელი პროფესორების ვიზიტების პროგრამის" ფარგლებში; ასევე, მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის ,,UniMan" საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ წითლანაძე-ჟოკაი, (გრენობლი, საფრანგეთი); მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის ,,UniMan" ფრანგულის სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სებასტიენ ჟოკაი (გრენობლი, საფრანგეთი); თსსუ-ის საპატიო დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ზოგადი და ვისცერალური ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ექიმი გიორგი გრიგოლია (გერმანია); ჩესტერის უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიისა და სიცოცხლის მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული დეკანი, ჩესტერის სამედიცინო სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი ჯონ ვილიამსი (დიდი ბრიტანეთი); ჩესტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ჯონათან ფრიტჩარდი (დიდი ბრიტანეთი); ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, სოციალური მედიცინისა და ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარიანა გრიციუკი, (ჩერნოვცი, უკრაინა); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტის კარდიოლოგიური განყოფილების ასისტენტ-პროფესორი ანდრო კაჭარავა (აშშ); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანი სამედიცინო განათლებისა და სტუდენტთა ურთიერთობის საკითხებში, მიკორობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი (აშშ); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კარდიოლოგიის პროფესორი ჯოელ ფელნერი - (აშშ); ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გადაუდებელი მედიცინის პროფესორი დუგლას ანდერი (აშშ); თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი (აშშ); გრეიდის მემორიალური ჰოსპიტალის ინტერვენციული რადიოლოგიის პროფესორი შონ დარიუშნია (აშშ).

23 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებამდე, მოწვეული პროფესორები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრაზე სტუმრებმა მოკლედ ისაუბრეს საკუთარ უნივერსიტეტებსა და კლინიკებზე, გაცვლითი პროგრამების შესახებ. მაღალი შეფასება მისცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიღწევებს აკადემიურ სფეროში. მათ მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის რექტორს სწავლის დაწყების ღონისძიებაზე მოწვევისთვის, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ სტუმრები დაესწრნენ ფაკულტეტის დეკანების შეხვედრებს პირველსემესტრელებთან. დაათვალიერეს თსსუ-ის საგამოცდო ცენტრი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციების ცენტრი, ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაცევტული ტექნოლოგიის ლაბორატორია, ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორია და პათოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო და დიაგნოსტიკური ლაბორატორია.

უცხოელი პროფესორები, ვიზიტის ფარგლებში, წაიკითხავენ ლექციებს სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებისა და აკადემიური პერსონალისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42