კომპანია თელასის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 25 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის მთის, კლდეკარის, გორდის, ზედამზის, ხერთვისის, ბუგეულის, ლაითურის, თოდრიას და ზღვისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






