"მეუღლემ 17 წლის წინ მიმატოვა სამ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ქალიშვილთან ერთად" - ახალგაზრდა ქალი თანადგომას ითხოვს
საზოგადოება - 14:34, 24 Sep, 2019     990

მაია ყიფშიძე უკვე 30 წელია, რაც გაუსაძლის სიღარიბეში, გამუდმებულ დაძაბულობასა და ტანჯვაში ცხოვრობს. მეუღლემ იგი 17 წლის წინ მიატოვა სამ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ქალიშვილთან ერთად:

ნანა 30 წლისაა, მიჯაჭვულია ეტლს, მხედველობა არ აქვს, სძინავს თითქმის 24 საათი, შეხებისას საშინლად კივის და ტირის;

ნონა 28 წლისაა, არ შეუძლია საუბარი, მიჯაჭვულია საწოლს, იწონის დაახლოებით 15 კილოგრამს, სძინავს გახელილი თვალებით;

ლელას ამასწინათ შეუსრულდა 25 წელი, გამოსცემს ცალკეულ ხმებს, არის ძალიან აქტიური და ღამით არასდროს იძინებს.

ყიფშიძეების სახლიდან გამუდმებით ისმის ტირილი. მათ სახლში დაისადგურა სასოწარკვეთამ, რადგან ერთ უბედურებას მეორე მოსდევს და ასეთი მდგომარეობა უკვე თითქმის 20 წელია, რაც გრძელდება.

გასული წლის დეკემბერში კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს ყიფშიძეების ოჯახს. უფროსი ქალიშვილი ნინო, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად იმავე სოფელში ცხოვრობდა, მოკლული იპოვეს. ახლა მის სამ არასრულწლოვან შვილს ბებია მაია უვლის, რადგან ბავშვები ზედამხედველობის გარეშე დარჩნენ.

გასულ წელს, ჩერნოვეცკის ფონდმა ყიფშიძეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია მოაწყო, რომელშიც სამასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ ფონდის თანამშრომლებმა კვლავ მოინახულეს ეს ოჯახი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში.

მაია, მოგვიყევით როგორ ცხოვრობთ, რაიმე შეიცვალა უკეთესობისკენ?

მაია ყიფშიძე: სამწუხაროდ, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. პირიქით, ახალ სირთულეებს ვაწყდები. ასე მაგალითად, ნანამ ფაფების ჭამაც მიატოვა; პური და წყალი - ეს არის მისი საჭმელი, სხვა რამეს პირს არ აკარებს. სამაგიეროდ ნონას შეუძლია მაწვნის ჭამა უზომო რაოდენობით, ვერ ჩერდება. მიკვირს, როგორ ეტევა ამ პატარა ორგანიზმში ამდენი მაწონი?! სხვას არაფერს ჭამს, თუმცა მაწვნის მიღება ერთ ჯერზე შეუძლია 2 ლიტრზე მეტი. რაც შეეხება ლელას, საერთოდ მიატოვა ძილი. ადრე 1-2 საათი მაინც იძინებდა, ახლა კი ღამეებს თეთრად ატარებს. ღამით კარებს ბოქლომს ვადებ, რომ არ გაიქცეს სახლიდან.

გასულ წელს, სოციალური შემწეობა მიგიხსნეს. ხომ არ აღუდგენიათ?

მაია ყიფშიძე: სოციალური შემწეობა მაშინ აღმიდგინეს, როდესაც მოკლული ქალიშვილის შვილები წამოვიყვანე ჩემთან. ზურაბი 14 წლისაა, ზაზა - 13 წლის, ხოლო გიორგი - 10 წლის.

რა ვითარებაში მოკლეს თქვენი ქალიშვილი?

მაია ყიფშიძე: გამოძიება გრძელდება, დამნაშავე ჯერ არ არის დაკავებული...

მამამ რატომ არ დაიტოვა ბავშვები?

მაია ყიფშიძე: მამა სადღაც წავიდა და არ დაბრუნებულა, არ ვიცი სად არის, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი...

თქვენ, ალბათ, არაფერი გახარებთ...

მაია ყიფშიძე: სასოწარკვეთაში ვარ. რაც დრო გადის, სულ უფრო მძიმდება მდგომარეობა. ყოველ ახალ დღეს ახალი გასაჭირი მოაქვს, ხანდახან მინდა დავიძინო და არ გავიღვიძო, მეშენია ყოველი ახალი დღის. ერთადერთი, რითაც კიდევ სული მიდგას, ეს არის ლოცვა. ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს შევსთხოვ - ეს არის ჩემი შვილიშვილების ბედნიერება, რომ ჯანმრთელები იყვნენ და მომავალში არასდროს გადაიტანონ ის ტანჯვა, რაც ჩვენს ოჯახში დღეს სუფევს.

მაია, თქვენ მრავალი გასაჭირი გადაიტანეთ ცხოვრების მანძილზე. გვითხარით, ოდესმე თუ გქონდათ ბედნიერი დრო?

მაია ყიფშიძე: მქონდა ასეთი პერიოდი. მე სოფელ აგარადან ვარ, სადაც გავიცანი ჩემი მეუღლე, მან ბოლაჯურში ჩამომიყვანა. შეგვეძინა ორი ქალიშვილი, ბედნიერი ვიყავი, ნორმალურად ვცხოვრობდით. ჩემი ცხოვრება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მესამე ქალიშვილი შეგვეძინა. ბავშვი ცერებრული დამბლით იყო დაავადებული, ქმარი არ აქცევდა ყურადღებას, დაიწყო სმა... შემდეგ ამავე დიაგნოზით კიდევ ორი შვილი შეგვეძინა და საბოლოოდ ჩემი მეუღლე წავიდა სახლიდან, მიგვატოვა ...

როდესაც აჩენდით მეოთხე შვილს, ექიმთან კონსულტაცია არ გაგივლიათ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენ უკვე გყავდათ ცერებრული დამბლით დაავადებული ერთი ქალიშვილი...

მაია ყიფშიძე: ქმარი მაძალებდა ბავშვის გაჩენას, ვერ ვუმკლავდებოდი მას...

ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ?

მაია ყიფშიძე: არა, არ მეხმარება. ამასწინათ ძროხა გავყიდე, რომ შეშა მეყიდა. ზამთარი ჩვენთან ძალიან ცივა და ბავშვებს გათბობის გარეშე ვერ დავტოვებ...

რას საჭიროებს დღეს თქვენი ოჯახი ყველაზე მეტად?

მაია ყიფშიძე: პამპერსი, მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები...

მეგობრებო, ყიფშიძეების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ნივთებს...

მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოლაჯური, ტელ.: 557285167.

თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ყიფშიძეების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42