ჯიპიაი ჰოლდინგი საგზაო უსაფრთხოებისა და სუფთა ჰაერის ჩემპიონად დასახელდა
საზოგადოება - 14:12, 24 Sep, 2019     861

ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში თბილისში ველომსვლელობა გაიმართა. მისი მიზანი ერთი დღით ავტომობილებზე უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება იყო. მსვლელობაში მონაწილეობა გაერო-ს ელჩმა საბინე მახლიმ, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ველომსვლელობის დასასრულს “საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” და გაერო-ს წარმომადგენლობამ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ჩემპიონები გამოავლინეს, რომლებიც წლებია გამოირჩევიან თავიანთი აქტიურობით და განსაკუთრებული წვლილით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

ჯიპიაი ჰოლდინგი ერთადერთი კერძო კომპანიაა, რომელსაც ჩემპიონის სერთიფიკატი გადაეცა. არაერთი პროექტისთვის, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისთვის ახორციელებს.

თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი: „ეკოაქტივიზმი ჩვენი საქმიანობის განუყრელ ნაწილად უკვე წლებია იქცა. განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი ეკოისტების მოძრაობით, რომელიც წელს დავაფუძნეთ და უკვე 15 ათასზე მეტ ადამიანს აერთიანებს. #ეკოისტი ჩვენი ლოიალობის პლატფორმაა, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას ჯანსაღი ცხოვრებით ფული გამოიმუშავოს. 5 ეკოქცევაში, მათ შორის ავტომობილის გამონაბოლქვზე შემოწმებით, ეკომონეტების გამომუშავება ჩვენი აპლიკაციით MyGPI არის შესაძლებელი. ეკომონეტების გახარჯვა კი დაზღვევაში ხდება. გვიხარია, რომ ჩვენი აქტივობები გამოარჩიეს და დღეიდან ჩვენს მრავალრიცხოვან ჯილდოებს ჩემპიონის ტიტულიც შეემატა!“

“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” 2000 წელს დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. თბილისი მე-4 წელია უერთდება მსოფლიო კამპანიას, რაც მიზნად ისახავს გარემოზე ზრუნვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42