ახალგაზრდა წარმატებული ფეხბურთელი ნინი გურგენიძე მძიმე დაავადებას ებრძვის. ნინის სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც 25 000 დოლარამდე ჯდება.
"ჩემპიონები არასოდეს მარცხდებიან!
ჩვენი თანაქალაქელი, ახალგაზრდა ფეხბურთელი, საქართველოს ჩემპიონი ნინი გურგენიძე, რომელიც რამოდენიმე თვეა ებრძვის მძიმე დაავადებას კიდევ ერთხელ საჭიროებს ჩვენი მხრიდან დახმარებას
საბედნიეროდ ხანგძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და დაავადება უკვე საბოლოოდ განკურნებადია, საჭიროა ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც 25 000 დოლარამდე ჯდება
გთხოვთ ყველას, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ ნინის დასახმარებლად, ოპერაციის თანხის შესაგროვებლად 1 კვირა გვაქვს!..
საქართველოს ბანკი
GE95BG0000000284257600
მიმღები: გურგენიძე რამაზი (ნინის მამა)
სიკეთე არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას!.." - აღნიშნულია "მეშახტე ტყიბულის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






