სააკაშვილმაც შეიწყალა გირგვლიანის მკვლელი, მარგველაშვილმა ბავშვების მკვლელი, ერთი შეცდომა ყველას ეპატიება - ხატია სიჭინავა
საზოგადოება - 19:32, 23 Sep, 2019     3071

სალომე ზურაბიშვილის აქტიური მხარდამჭერი და გულშენატკივარი ხატია სიჭინავა მკვლელების შეწყალებას შეცდომას უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ კვლავ პრეზიდენტის მხარდამჭერად რჩება და ერთი შეცდომა ყველას ეპატიება.

“ასეთ სერიოზულ საკითხებში არაკომპეტენტური ვარ. მაგრამ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ჩემთვის მკვლელების შეწყალება მიუღებელია.

თუმცა, თავის დროზე გირგვლიანის მკვლელიც შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა ბავშვების მკვლელი გამოუშვა. ასეთი შეცდომები ყველა პრეზიდენტს მოსდის. რა თქმა უნდა, არ უნდა ეპატიებოდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველას მოსდის“, - განაცხადა სიჭინავამ .

ხატია სიჭინავა კვლავ ზურაბიშვილის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. “იცით რა? ყველა ადამიანი ვართ და შეცდომა ყველას მოსდის. ალბათ ერთი შეცდომის გამო ადამიანს ხაზს ვერ გადაუსვამ.

საინფორმაციო გამოშვებებსაც ძალიან იშვიათად ვუყურებ, ამიტომ არ ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა.

ქვეყანას გამოადგა თუ არა - არ ვიცი. ყველაფერს დრო გვაჩვენებს და ამას კომპენტენტური ადამიანები გადაწყვეტენ", -განაცხადა სააგენტოსთან საუბარში ხატია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის მკვლელობისთვის და ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულები.

წყარო: 2020NEWS.GE





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42